შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟე - უტრილო


27-11-2019, 12:59
ნანახია 532

თუ დააკვირდები, შეძლებ ამოიცნო
მისი ნამდვილი სახე,
იგი მთელი სამყაროს მოხეტიალე ბინადარია,
იგი დღეს შენი მეგობრის ცრემლიან თვალებში ვნახე..
იგი არც ორგანული, არც მგრძნობიარე სხეულია, ის არც არის მახე.

მან მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო
და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად გვიახლოვდება,
ის ჩვენს ორგანიზმში დასახლდა, ხელები წინვე დაიწყო,
მას ისე უყვარხარ, რომ სხვას არასოდეს მითხოვდება.

თუ დაინტერესდები, ვინ არის ეს შეგრძნება უტვინო,
გეტყვი: იგი არის სიგიჟე - უტრილო.

მან შენ აგირჩია და არ წავიდა სხვასთან,
შენს გონებაში დასახლდა და დამეგობრდა ზღვასთან.
მას რაც გინდა უწოდე, ქუჩა, პოლიტიკა, სანაგვე...
ის გასწავლის, მას როგორ უნდა გადაყვე.

მიამსგავსე ქვას, ქარს, ტალღას, და თუ გინდა ქვიარს.
მაგრამ იცოდე, რომ მას ჩვენს ენაზე სიგიჟე ქვია.

1 თვის შემდეგ.
_____________________
კარზე ზარია. კარს ვაღებ. იქ ზუსტად ის პიროვნება დგას, ვისი აღწერითაც 1 თვის წინ ვიყავი დაკავებული.
-მე სტუმარი ვარ. ვაქრობ სინათლეს და გინათებ ბნელს,
ვითხოვ, მაგრამ არ ვითხოვ ბევრს,
ვიცი ჩემი სხეული ტვინში გარბევს,
მაგრამ არც ტანს ვაჩენ, არც სახეს და არც ვიცვლი ფერს.-ამბობს სიგიჟე.-შემომიშვი შენთან.-ამატებს თვალებდაძაბული სიგიჟე.
ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
-სტუმარი ღვთისაა. - ვპასუხობ.

●თემო გამეზარდაშვილი



თემო, უფრო და უფრო ვვოცდები შენს ნაწერებზე. როგორი კარგი ხარ, ნეტავ იცოდე და როგორ მინდა მალე წიგნი ვიხილო, რომელსაც ,,თემო გამეზარდაშვილი" ეწერება... წარმატებები ძმაო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent