შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


11-12-2019, 00:14
ავტორი lullaby
ნანახია 750

მე ისევ ვქურდობ, ისევ მიმაქვს შენგან ღიმილი,
დაუკითხავად ვისაკუთრებ თავდახრილ სიტყვებს,
ვითვლი ნაბიჯებს, გადაუდგმელს, მაინც ვიცინი,
თავად ვუგონებ ჩაჩუმებულ სიმღერებს ტიტრებს.

მე ვქურდობ დღისით, მიმაქვს შენგან ყოველი წამი,
მიმაქვს და ღამით საათებად ვაქცევ საფიქრალს,
მე ჩემს მუზასთან ნაშუადღევს დავიდე ვალი,
ახლა ყოველ დღე დაგხატავ და ისევ გაგრითმავ.

ვიქურდე დღესაც, გუშინაც და ვიქურდებ ხვალაც,
წავიღებ შენგან მოღიღინე წამების გროვას,
მანამ ვიქურდებ, სანამ მთვარე არ შეწყვეტს ღალატს,
სანამ ჩვენს შორის გადაიღებს ზამთარი თოვას.

04.11.2019



№1 სტუმარი სტუმარი მეოცნებე

რა ლამაზი და ტკბილია,სევდიანიც.

 


№2 სტუმარი ღამის სტუმარი

შენი ისტორიები მოგვენატრა..

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი მეოცნებე
რა ლამაზი და ტკბილია,სევდიანიც.

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

ღამის სტუმარი
შენი ისტორიები მოგვენატრა..

მეც ძალიან მომენატრეთ ((

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

თბილი,ტკბილი და რაღაცნაირად სევდიანი ლექსია.მომენატრე შენი ისტორიებით და მალე დაგვიბრუნდი რა♥♥ასე არ შეიძლება შენს მკითხველს მოანატრო თავი♥♥♥❤❤❤
--------------------
ლანა

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

La-Na
თბილი,ტკბილი და რაღაცნაირად სევდიანი ლექსია.მომენატრე შენი ისტორიებით და მალე დაგვიბრუნდი რა♥♥ასე არ შეიძლება შენს მკითხველს მოანატრო თავი♥♥♥❤❤❤

უღრმესი მადლობა ლანა, ჩემო კარგო <3 ვერ წარმოიდგენ, როგორ მხვდება გულზე ეს სიტყვები. მეც ისე ზალიან მომენატრეთ. საშინელი გრაფიკი მაქვს და ვერაფრით ვახერხებ წერას. არადა ყოველ წამს ამაზე ვფიქრობ. ზალიან ზალიან მინდა, რომ დავწერო და იმედი მაქვს, მივახერხებ რამეს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent