შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთის გარდაცვალება


18-12-2019, 15:58
ავტორი იზა
ნანახია 575

და ახლა დროა საუბარი დავიწყო ღმერთთან,
ცრემლების ზღვაში გავათენო მწუხრის საღამო,
ნუგეშისათვის შემოგცქერი ჩემო უფალო,
გზა არეული, ამღვრეული, მოვედი შენთან!

გთხოვ მიმკურნალე, მანუგეშე, ჩემო უფალო,
არ მიმატოვო, ამ გზას მარტო ვერ გავუყვები,
,,ეშმაკმა,, ჩემში როგორც სირსველი იპოვა ბინა,
და თითქოს იმად გადვიქეცი რადაც მას სურდა.

წარსულის ლანდებს ვერ ვიშორებ აწმყოს აბნელებს!
და მომავალი ბურუსისთვის გაუმეტია,
ხვალ გათენების აღარ ვიცი რა არის აზრი,
დღეს დაბნელებამ, ხვალინდელი დილა გაწირა.

და მაინც ვიბრძვი უიმედოთ იმედს მოველი!
არ მჯერა, მაგრამ მაინც ვეტრფი გამოზამთრებას!
და ველოდები წვიმის შემდეგ
ცისარტყელის გამონათებას.

მაშინ როდესაც უნიჩბო ნავით შევცურავ ზღვაში,
ვედრების ლოცვით, ყოველ ჯერზე შენთან მოვდივარ!
ნიჩაბს მომაწვდი იმ წამიდან თითქოს გშორდები,
შტორმის მოლოდინს თუ შევიგრძნობ კვლავ გიბრუნდები!

ახლაც ასეა, შტორმს ძლიერი სეტყვა დაერთო,
ცას ჭირისუფალს მზე არ სტუმრობს სანუგეშებლად!
თუმცა, იმედი მაინც დარჩა სადღაც შორეულს,
და დროა იქმნას ჯოჯოხეთის გარდაცვალება.



№1 სტუმარი სტუმარი დათო

????????????????????????????
მაგარია

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლაც ასეა, შტორმს ძლიერი სეტყვა დაერთო,
ცას ჭირისუფალს მზე არ სტუმრობს სანუგეშებლად!
თუმცა, იმედი მაინც დარჩა სადღაც შორეულს,
და დროა იქმნას ჯოჯოხეთის გარდაცვალება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent