შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი და თეთრი


12-05-2020, 21:01
ავტორი ჰაიკო
ნანახია 363

ალესილ ცელით,
დაღლილი ხელით,
ნატანჯი სახით,ნატვრა,ვით ნახვით,
სულის გალახვით,დარდის დანახვით..
ჩურჩული ღამით,
შხამით,ბალღამით,
სევდა ჭრილობის,
განდეგილობის,
მწყემსი კეთილი,
და განკვეთილი,
და გაკვეთილი(!)
მრუმე წყვდიადზე ამოკვეთილი..
არ წყდება დარდი,
წითელი ვარდი,
ვით ფერი სისხლის,
სინდისის ქენჯნა - წონაა მისხლის,
შავი და თეთრი - ფერები მკვეთრი,
როგორც ლაზარეს სხეულზე კეთრი,
თვალები ცვილის,
სხვაზე გაცვლილის!
გაყინე გული,
სუსტი,ავგული..
შორს ჩემგან სული,
დრო - გარდასული,
ბნელი წარსული,
ხვალ - დათარსული..
და მაინც მჯერა,და მაინც ვიცი,
მზის ქვეშ რომ ისევ იცოცხლებს კვიცი,
ამოვა მზე და გაფანტავს წყვდიადს,
მაჩუქებს სითბოს,ულევს და დიადს,
შთამბერავს სულს და წაიღებს ტკივილს,
და დამავიწყებს ამ უძლურ კივილს,
და როცა მოვა ეს სითბო ჩემთან,
ბატის ბუმბული - ჩემს განაჩენთან:
"ის იყო შავი და გახდა თეთრი,
მისგან განვდევნე ზიზღი და კეთრი,
სული შთავბერე - ფერადი,მკვეთრი,
და ამას ბრძანებს დიადი ღმერთი,
ის ჩვენგანია,ობოლი,ერთი.."



№1  offline წევრი დაჩი

შავი და თეთრი, ის ერთადერთი
სიკვდილ-სიცოცხლის შენაერთი
ცხოვრების გზები, გრძნობების ზღვები
რა გვრჩება ამქვეყნად იმედის მეტი?!

ვფიქრობ, შავს თეთრად ვერ გადააქცევ
სულის ტკივილებს ვერ განაქარვებ
მაგრამ, იმედი ხვალინდელი დღის
ყველა შიშს, მაშინათვე შლის...

იქ, სადაც წყვდიადს ბოლო არ უჩანს
იქ, სადაც თითქოს, შავი თეთრს ჭარბობს
ძალას იპოვნიან შენისთანები
და იმედებით დაგვიბრუნდებიან wink

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ამოვა მზე და გაფანტავს წყვდიადს,
მაჩუქებს სითბოს,ულევს და დიადს,

 


№3  offline მოდერი ჰაიკო

terooo
ამოვა მზე და გაფანტავს წყვდიადს,
მაჩუქებს სითბოს,ულევს და დიადს,


იმედი მაქვს,რომ "..ამოვა მზე და გაფანტავს წყვდიადს,მაჩუქებს სითბოს,ულევს და დიადს" :)
შენ კი მადლობას გიხდი კომენტარისთვის, ჩემთვის დიდი პატივია შენგან კომენტარის მიღება.

დაჩი
შავი და თეთრი, ის ერთადერთი
სიკვდილ-სიცოცხლის შენაერთი
ცხოვრების გზები, გრძნობების ზღვები
რა გვრჩება ამქვეყნად იმედის მეტი?!

ვფიქრობ, შავს თეთრად ვერ გადააქცევ
სულის ტკივილებს ვერ განაქარვებ
მაგრამ, იმედი ხვალინდელი დღის
ყველა შიშს, მაშინათვე შლის...

იქ, სადაც წყვდიადს ბოლო არ უჩანს
იქ, სადაც თითქოს, შავი თეთრს ჭარბობს
ძალას იპოვნიან შენისთანები
და იმედებით დაგვიბრუნდებიან wink


ყველა ყოველთვის ვერ პოულობს ძალას დაჩი, რადგან როდესაც მთელი ცხოვრება ელოდები..უშედეგოდ, მერე რაღაცეების გადაფასებას იწყებ.
მადლობა დაიმედებისთვის :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent