შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My Si


16-05-2020, 23:44
ავტორი lullaby
ნანახია 1 252

სანამ დაჭკნებიან მინდვრად გვირილები,
მზისგან მოვიპაროთ სითბო.
გინდა? გავაცოცხლოთ ჩვენი ღიმილები,
ადრე გულიდან რომ იყო.

სანამ დაისია,
სანამ მაისია,
სანამ ცა ვარდისფრად ელავს,
სანამ გაზაფხული სულმთალად გაილია,
თვალებს დააკვირდი - ღელავს.

მოდი გამოვტოვოთ ეს გაჩუმებები,
იქნებ ასე უფრო ჯობდეს...
სანამ ისწავლიან ჩურჩულს ჩვენი ხმები,
იქნებ სასწაულიც მოხდეს.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ფირუზის ტალღებში ჩაცურდა დაისი,
შლამიან ნაპირზე სილაზე დამტოვებ..
შენ ბევრჯერ წახვედი.. მე არსად გაგიშვი..
შენი მზე ჩემს თვალში გუშაგად დავტოვე..

ეშვება ფარდები.. ნიშანი გადაღლის..
მე კი არ ვნებდები.. არც დამისვენია..
ვიცი ეს ბრძოლები ორივეს გადაგვღლის
არ ვიცი, სად მიგაქვს, რაც უკვე შენია..

ჩვენს გადაეჩვივნენ ერთობას ღრუბლები..
ვინ იცის.. იქ გულში, რა ქარიშხალია..
ვიცი რომ დამტოვებ.. გთხოვ, ნუღარ წუხდები..
სილაში რომ ვკვდები, რა შენი ბრალია..

მიგიგავს თვალები ცრემლიან გაზაფხულს,
ღაწვებზე სურნელი გიღელავს მარტების,
სიკვდილის შიში, აქ, უშენოდ დაზაფრულს,
რად მინდა.. თუ შენი სურნელით დავთვრები..

შეუნდე.. ღრუბლებზე ჩასთვლიმა სასწაულს,
გადაღლილს ამხელა უძირო გზისაგან,
ვარდებით აგივსებ მდუმარე სასთაულს..
და მერე სამძიმარს მივიღებ ღვთისაგან..

პ.ს
უცხო ვარ, ნუ შეკრთი, არ გიცნობ, არ მიცნობ,
ამ ლექსით, იცოდე, სიყვარულს არ გიხსნი,
მე ჩემმა დუშმანმა გულის გზა დამიხშო,
და შენი ლექსები ამ კარს ვერ გამიხსნის..

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლაზარე 13
ფირუზის ტალღებში ჩაცურდა დაისი,
შლამიან ნაპირზე სილაზე დამტოვებ..
შენ ბევრჯერ წახვედი.. მე არსად გაგიშვი..
შენი მზე ჩემს თვალში გუშაგად დავტოვე..

ეშვება ფარდები.. ნიშანი გადაღლის..
მე კი არ ვნებდები.. არც დამისვენია..
ვიცი ეს ბრძოლები ორივეს გადაგვღლის
არ ვიცი, სად მიგაქვს, რაც უკვე შენია..

ჩვენს გადაეჩვივნენ ერთობას ღრუბლები..
ვინ იცის.. იქ გულში, რა ქარიშხალია..
ვიცი რომ დამტოვებ.. გთხოვ, ნუღარ წუხდები..
სილაში რომ ვკვდები, რა შენი ბრალია..

მიგიგავს თვალები ცრემლიან გაზაფხულს,
ღაწვებზე სურნელი გიღელავს მარტების,
სიკვდილის შიში, აქ, უშენოდ დაზაფრულს,
რად მინდა.. თუ შენი სურნელით დავთვრები..

შეუნდე.. ღრუბლებზე ჩასთვლიმა სასწაულს,
გადაღლილს ამხელა უძირო გზისაგან,
ვარდებით აგივსებ მდუმარე სასთაულს..
და მერე სამძიმარს მივიღებ ღვთისაგან..

პ.ს
უცხო ვარ, ნუ შეკრთი, არ გიცნობ, არ მიცნობ,
ამ ლექსით, იცოდე, სიყვარულს არ გიხსნი,
მე ჩემმა დუშმანმა გულის გზა დამიხშო,
და შენი ლექსები ამ კარს ვერ გამიხსნის..


რა მოაქვს სტრიქონებს, თუ არა სიმძიმე,
მხრებზე რომ გაწვება, არც თვალებს აგიხელს...
ვეცადე, დავყრუვდი, უცრემლოდ გისმინე,
იმედებს ვიტოვებ, ძილსაც არ გამიტეხს...

უცხო ხარ, არ შევკრთი, არ გიცნობ, არ მიცნობ,
ამ ლექსით ვიცი, რომ სიყვარულს არ მისხსნი,
მე ჩემმა კეთილმა გულის გზა დამიხშო,
და ახლა ამ ლექსით იარებს გამიხსნი.

პ.ს. მადლობა ))

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

lullaby
ლაზარე 13
ფირუზის ტალღებში ჩაცურდა დაისი,
შლამიან ნაპირზე სილაზე დამტოვებ..
შენ ბევრჯერ წახვედი.. მე არსად გაგიშვი..
შენი მზე ჩემს თვალში გუშაგად დავტოვე..

ეშვება ფარდები.. ნიშანი გადაღლის..
მე კი არ ვნებდები.. არც დამისვენია..
ვიცი ეს ბრძოლები ორივეს გადაგვღლის
არ ვიცი, სად მიგაქვს, რაც უკვე შენია..

ჩვენს გადაეჩვივნენ ერთობას ღრუბლები..
ვინ იცის.. იქ გულში, რა ქარიშხალია..
ვიცი რომ დამტოვებ.. გთხოვ, ნუღარ წუხდები..
სილაში რომ ვკვდები, რა შენი ბრალია..

მიგიგავს თვალები ცრემლიან გაზაფხულს,
ღაწვებზე სურნელი გიღელავს მარტების,
სიკვდილის შიში, აქ, უშენოდ დაზაფრულს,
რად მინდა.. თუ შენი სურნელით დავთვრები..

შეუნდე.. ღრუბლებზე ჩასთვლიმა სასწაულს,
გადაღლილს ამხელა უძირო გზისაგან,
ვარდებით აგივსებ მდუმარე სასთაულს..
და მერე სამძიმარს მივიღებ ღვთისაგან..

პ.ს
უცხო ვარ, ნუ შეკრთი, არ გიცნობ, არ მიცნობ,
ამ ლექსით, იცოდე, სიყვარულს არ გიხსნი,
მე ჩემმა დუშმანმა გულის გზა დამიხშო,
და შენი ლექსები ამ კარს ვერ გამიხსნის..


რა მოაქვს სტრიქონებს, თუ არა სიმძიმე,
მხრებზე რომ გაწვება, არც თვალებს აგიხელს...
ვეცადე, დავყრუვდი, უცრემლოდ გისმინე,
იმედებს ვიტოვებ, ძილსაც არ გამიტეხს...

უცხო ხარ, არ შევკრთი, არ გიცნობ, არ მიცნობ,
ამ ლექსით ვიცი, რომ სიყვარულს არ მისხსნი,
მე ჩემმა კეთილმა გულის გზა დამიხშო,
და ახლა ამ ლექსით იარებს გამიხსნი.

პ.ს. მადლობა ))



განცდილი გრძნობები მადლობად აღარ ღირს
სიტყვები სტრიქონებს ცხოვრებად ვერ აქცევს,
გარშემო ყველაფერს ფერი აქვს გადაღლის,
დრო მოვა.. ვინც გვყავდა, ყველა გულს შეგვაქცევს..

ამბობენ ოდესღაც დიადი ვანგოგი,
კურნავდა პაციენტს ერთ ჭიქა ღვინოზე,
თუ ვერ მოგაშორა სულიდან მაგოგი,
მაშინ შენს უკვდავ სულს დაიტანს ტილოზე..

 


№4  offline მოდერი პენელოპე

შენს ლექსებზე ვაფანატებ ^_^

 


№5  offline მოდერი პენელოპე

შენს ლექსებზე ვაფანატებ ^_^

 


№6  offline წევრი ელენე (ნენე)

ძალიან მომწონს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

პენელოპე
შენს ლექსებზე ვაფანატებ ^_^

არ ვიცოდი... და ძალიან გამახარე
მადლობა <3

უბრალოდ ნენე
ძალიან მომწონს.

მიხარია ^^

 


№8  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან მაგარი ლექსებია

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

Daldoni Daldoni
ძალიან მაგარი ლექსებია

მადლობა ^^

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორ მოვიხიბლე.... ,,,თქვენი დუელი" საოცარი იყო

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

terooo
Როგორ მოვიხიბლე.... ,,,თქვენი დუელი" საოცარი იყო

მადლობა ჩემო გოგო ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent