შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდობით!


4-06-2020, 18:20
ავტორი ელენე (ნენე)
ნანახია 560

თვე მარტი,
რიცხვი ცხრამეტი,
წელი ორიათას თვრამეტი.
საათი ცამეტი.

მიხვდი? გთხოვ, გაიხსენე!
მგონი ამოგიტივტივე!

ლურჯი შარვალი, შავი კეტები,
ყვითელი მაისური, ცისფერი თვალები.

იღმიხარ მწარედ, ვიცი.
კვლავ გიყვარვარ ძლიერ, იცი.
მარტო დამტოვე, მწარე, ცივი.
ახლა უძლური ხარ, კივი.

მხოლოდ, შენ იცოდი ვინ ვარ,
მხოლოდ, შენ მიცნობდი ზუსტად.
შენ კი დამტოვე, მარტო ვარ,
შენ კი დამიკიდე, სუსტი ვარ.

თვები მიფრინავდა, ვკვდებოდი,
წლები გადიოდა, ვარსებობდი.
მე ყველაფერს გპატიობდი.
შენ კი კვლავ, მაინც მიდიოდი.

ახლა გაპატიე ყველაფერი,
ცრემლი თითოული გადმოყრილი.
ახლა გაპატიე ყველაფერი,
წუთი თითოეული გადაყრილი.

სული დავიმშვიდე პატიებით,
სიცოცხლეს დავუბრუნდი კვალ.
ჩემ გულში ახლა სხვა არის,
“მიყვარხარ” ვუთხარი კვლავ.

გემშვიდოდები ამ ლექსით,
ალბათ, ვერასდროს ვერ ნახავ.
მე დავიმშვიდე სული წერილით,
ალბათ ვერასდროს ვერ გნახავ.

ნენე



№1  offline წევრი მარი.ჯ.

გულით არის დაწერილი ძალიან კარგია????????

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

მარი.ჯ.
გულით არის დაწერილი ძალიან კარგია????????


მარიამ, დიდი მადლობა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ტაისია

ლამაზი ლექსია, სიამოვნებით წავიკითხე. წარმატებები!

 


№4  offline წევრი ელენე (ნენე)

სტუმარი ტაისია
ლამაზი ლექსია, სიამოვნებით წავიკითხე. წარმატებები!



ტაისია, უღრმესი მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent