შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*********


23-06-2020, 19:16
ავტორი ჰაიკო
ნანახია 875

...როდესაც წავალ,
და მზეც რომ ჩავა,
დარჩება წამით,
ეს სევდა ღამით..
მელანქოლია,
როგორც თოლია,
ამ ჩემს ცხოვრებას რომ აჰყოლია..
არყოფნა-ყოფნა,
სულის გაყოფა,
მწუხრის დანახვა, ღრმად გადანახვა,
საფარი თოვლის,
მომცველი ყოვლის,
გული - ყინულის,
გრძნობები - ნულის,
შეკრული შუბლი - ფერია ღრუბლის,
როცა დავტოვებ ნაცრისფერ ქუჩებს,
და ნაფლეთ-ნაფლეთ უზენაესი რომ მომაქუჩებს..
არ ვტოვებ ვალებს!
დავტოვებ თვალებს,
სევდიანს, შავებს,
დავტოვებ ხალხსაც - ბოროტებს, ავებს,
ხალხს - ვითომ კრავებს!
დამენანება მე მხოლოდ ერთი,
ამის მოწმეა მაღალი ღმერთი..
თვალებს და გულსაც - სითბოთი სავსეს,
გრძნობით,მზისფერით - მე რომ ამავსეს..
არ მოიწყინო!
როცა გარემო ყინულისფრად დაიფიფქება,
შენი სიტყვები როცა იქცევა ლამაზ ფიქრებად,
მოვალ ფიფქებად,
მოვალ ფიფქებად!!!



№1  offline წევრი bird of life

ძალიან ლამაზი ლექსია, რაღაცნაირი გულშიჩამწვდომი და სასიამოვნო, ამავდროულად ცოტა სევდიანიც და რაც მთავარია გულით დაწერილი. blush

 


№2  offline წევრი ჟოზე

განსაკუთრებულად მიყვარს!!! ♡♡♡

 


№3  offline მოდერი ჰაიკო

bird of life
ძალიან ლამაზი ლექსია, რაღაცნაირი გულშიჩამწვდომი და სასიამოვნო, ამავდროულად ცოტა სევდიანიც და რაც მთავარია გულით დაწერილი. blush


დიახ, გეთანხმები. ლექსს გულში თუ არ გრძნობ,ვერ დაწერ.
მადლობა რომ შემაფასეთ

ჟოზე
განსაკუთრებულად მიყვარს!!! ♡♡♡


დიდი მადლობა ჟოზე.
ჩემი ლექსები - ჩემი სულია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent