შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*******


31-07-2020, 14:55
ავტორი ჰაიკო
ნანახია 240

მე მხატვარი ვარ,
სიტყვებით ვხატავ,
რითმებით ვქარგავ
და სულსაც ვკარგავ..
როდესაც წავალ, აღმივლენთ მესას,
რქიანი კაცი მახვილს ალესავს,
შავი ღრუბლები ცასაც გალესავს,
რომ დავიშლები მუქ ფრაგმენტებად,
ჩემი რითმები - პერგამენტებად,
ეს სიტყვები კი გლოვის ლენტებად..
მოღუშულ დღეებს ფიქრებით ვართობ,
დამპალ ფიქრებს კი სასმელით ვათრობ,
ეკლიან ბილიკს მივყვები მარტო,
დარდმა ტკივილი ფიქრად გამანდო,
ფიქრმა კი უმალ ბრაზით ამანთო,
ჩემს დაშლილ გულში ცეცხლი აანთო..
შემოვიფლეთავ ტკივილის ფარდას,
რა გავაკეთო სხვა ამის გარდა?
იქნებ მინდა რომ უკვალოდ გავქრე,
და როგორც ცეცხლი,ნაცრად რომ ჩავქრე,
ჩავქრე - ვით ცეცხლი,
ცივი - ვით ვერცხლი!
თუ ვერ ამწონეს - ვერც გადამწონეს,
თუ ვერ გამიგეს - წესიც ამიგეს,
მახეც დამიგეს..
დავხატავ რითმებს,
კალამი ითმენს,
უფსკრული მითრევს..
გადამარჩინე, დამიგე ხიდი,
და მომაშორე ტკივილი დიდი,
ფიქრები ფლიდი!
არ მისცე ნება წაიღონ სული,
მომიკლან გული,
ფიქრი წაშალონ,
რითმი დაშალონ!
არ მისცე ნება,
წამგლიჯონ ვნება,
ცეცხლი ჩააქრონ,
გრძნობა გააქრონ!
და თუ შეძლეს და მაინც წამშალეს,
მუქ ტბებზე ცრემლებს ვინ შეამშრალებს?
დარჩება მხოლოდ მშრალი რითმები,
მშრალი რითმებით მე არ ვიქნები,
თეთრიდან შავზე გარდავიქმნები..
დარჩება სიტყვა, მშრალი,მზაკვარი:
"მე ვარ მხატვარი,
სიტყვებით ვხატავ,
რითმებით ვქარგავ,
და სულსაც ვკარგავ..."



№1  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ძალიან კარგი ლექსია!
ყურადღებიანი და კრიტიკოსი მკითხველი რომ ხარ, ვიცოდი, მაგრამ ამდენად დახვეწილი პოეტიც თუ იყავი, არ ვიცოდი.
წარმატებებს გისურვებ!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2 წევრი bird of life

ძალიან დასაფიქრებელი ლექსია. ალბათ ყველამ ამოვიცანით საკუთარი თავები. ძალიან მომეწონა. smiley

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent