შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

********


31-07-2020, 19:33
ავტორი ჰაიკო
ნანახია 228

ხრწნილი გვამები,
თავის ქალები,
და გაყინული უაზრო თვალები,
სისხლით ნაწერი საფლავის ქვაზე,
სისხლით ნაწერი ბზის წმინდა ჯვარზე,
და საიდუმლოს საფლავში ჩატანა,
არა სიკეთე,
არა ღიმილი,
არა გატანა,
და ბევრმა თავის სიცოცხლე ქარს გაატანა!
არ შემიძლია ამის ატანა,
არ შემიძლია ამის ატანა..
მინდა ვტიროდე,როგორც პატარა,
როგორც ჯურღმულში დატანჯული მხეცი,სატანა..
მოვა სიკვდილი ალესილ ცელით და მოსრავს ხალხებს,
ცის ბრწყინვალებას ჩამოაფარებს მგლოვარე თალხებს,
ხალხი იქცევა შხამად,ღვარძლად,კრავად და მგელად,
და ეს მოხდება ამ ქვეყანაზე არა პირველად!
და როცა ზეცას ავა დატანჯული ხალხის გოდება,
მჯერა რომ მაშინ ყველაფერი გამოსწორდება,
განიხვნის ზეცა,ჩამოვა სვეტი,
თან წარმოჰყვება ბერი,ასკეტი,
არ მინდა მეტი..
ცეცხლის მახვილით ჩემს წინ დგას ბერი,
ჩემი სიკვდილის მანიშნებელი!



№1  offline წევრი ნაtი

სულში ჩამწვდა

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

ჰაიკო, ძველო, როგორ ხარ ?
ძალინ ემოციური ლექსია...მომეწონა heart_eyes
სხვათაშორის მე ისევ ველოდები შენს დაბრუნებას ახალი ისტორიით.

პ.ს "წყურვილი" სად გააქრე ?

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ამბობენ, ძველად, უდაბნოში მოხუცი იჯდა,
და უცნაური თიხის დოქი ეკავა ხელში,
გამვლელ გამომვლელს არწყულებდა ზღვა იმ დოქიდან,
თუმც უპოვარი სხვას არაფერს იჭერდა ხელში..

არა ჭამდა და არცა სვამდა.. ჩამოხმა ბოლოს..
მაგრამ ხელიდან არ უშვებდა ბედშავი სასმისს,
არ უჩანს ამ ბნელ აგონიას კეთილი ბოლო..
დავბერდი თუმცა, გარდაუვალს ასეთიც ჩავწვდი..

დაატრიალებს დედამიწას კვლავ ბევრჯერ ბედი..
დრო მოვა შენიც და კამათლის იქნები მხარე..
რჩევა და ჭკუის დარიგება?! ამიტომ გწერდი..
თუ თვლი, ფარსია, და ამიტომ იქვე წაშალე..

კაცობრიობის გასაჭირი შენ არ გეხება..
და იარსებე.. თუ არ გძალუცს, მაშინ იცხოვრე,
ვკვდები სიცილით, როცა საქმე მოკვდავთ ეხება,
როცა ჰგონიათ მათ ეკუთვნით მთელი სიცოცხლე..

ეს სუიციდი.. განშორება სულთან სხეულის..
რამდენ უგუნურს აუხვევდა რომ ჰქონდეს თვალებს,
შენზე იფიქრე, სხვათა ბედზე გადარეულო..
დილით უფალს ან თავად ეშმაკს რას ეტყვი ღამით..

 


№4  offline წევრი ცირა♡

უჰ რა მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent