შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

When moon and sun...


1-09-2020, 00:18
ავტორი ჰაიკო
ნანახია 8 526

...ფიქრებს ლესავენ,ლესავენ ტკივილს,
ტკივილს კეცავენ,ახშობენ ყვირილს,
ყვირილს შიშიანს,ოცნებას მიშლიან,
მიშლიან ფიქრებს,
მუზა რომ მითრევს..
მითრევს წყვდიადი,დაღი დიადი,
და განთიადი..
და განთიადი გადარეული,მზე იყო ეული,
სიმარტოვისგან გადალეული..
არ ჰქონდა ნება,შეეგრძნო გზნება,
გზნება ცხოველი,
ვნება ყოველი..
და მთვარეც იყო,გრძნობა გაიყო,
ფიქრი დაიყო,ძაფი დაიწყო..
როგორც გოგენი,
მე შენ მოგელი,
სული მბორგველი..
ცალ თვალს შევწირავ,როგორც ოდინი,
ოღონდ გამართლდეს ნატვრა,ლოდინი..
მე ვძერწავ მუზას,
ამოვწევ ღუზას,
ტანჯვას ჩავაქრობ,ტკივილს გავაქრობ,
ღრუბლებს გავათბობ,
ფიქრსაც გავართობ..
დავხატავ მზეს,ღამეს კი წავშლი,
გაჩუქებ დღეს, წყვდიადს კი დავშლი,
და მზესთან ერთად ოცნებებს გავშლი,
ჩარაზულს გავხსნი,
ამ გრძნობას ავხსნი!
მთვარე მზეს ქარგავს,იმედს არ კარგავს,
მზე კი მას ადნობს,
სიცოცხლეს ანდობს..
მთვარე გულს აძლევს,
უგულოც გაძლებს,
მზეზე რომ ფიქრობს,
ტკივილებს იქრობს,
არაფერს ითხოვს..
რომ შეუყვება მისი გრძნობა მზისფერ ქარაფებს,
ისიც იცის მზე რომ მის ბედს თვითონ განაგებს,
ეს სულერთია,
გრძნობა - ღმერთია,
და ეს მთვარეა - მზეზე მლოცველი,
ეს კი გრძნობაა - ყოვლისმომცველი!



№1 სტუმარი . . .

შენ ხარ საოცრება ... ჩემი ♡♡♡

 


№2  offline წევრი ჟოზე

ძალიან ნიჭიერი ხარ ჰაიკო ...

 


№3  offline წევრი ელენე (ნენე)

ძაან მაგარია!

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

. . .
შენ ხარ საოცრება ... ჩემი ♡♡♡


საოცრება გადაჭარბებული შეფასებაა უცნობო:)
მადლობა სითბოს გამოხატვისთვის.

ჟოზე
ძალიან ნიჭიერი ხარ ჰაიკო ...


ჟოზე დიდი მადლობა შეფასებისთვის, თუმცა არც ისე ნიჭიერი, როგორც გარედან ჩანს:)

უბრალოდ ნენე
ძაან მაგარია!


დიდი მადლობა ნენე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent