შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"საკუთარ მხრებზე"


13-09-2020, 22:55
ნანახია 285

დაღლილი თვალები,სევდის მორევში...
მარტოსულობა სამარადჟამოდ...
მობეზრებული ემოციები,
მსურს ნაგავსაყრელზე გადავასახლო.

არაფერს ვითხოვ,არავის ველი,
აღარ მჭირდება მე თანაგრძნობა,
ფუჭია ყველა მოლოდინი და
გახუნდა ფერი,სახელიც შენი...

მსურს გადავცხოვრდე მე ახალ სულში,
სხეულს არ ვერჩი არარას,რატომ?
ყელში ამოდის ყველა ის გრძნობა
რომელიც პასუხს ითხოვდა ცრემლით.

მე აღარ გელი,მე აღარ გელი!
დასრულდა ფიქრი,ოცნება დიდი...
საკუთარ მხრებზე,საკუთარ მხრებზე..
საყრდენი ვხვდები,ვეცემი_ვდგები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent