შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ღმერთი


15-09-2020, 20:42
ავტორი ჰაიკო
ნანახია 483

ყოველთვის მინდოდა მყოლოდი ახლოს,
ჩემი თითები შენს სულს რომ ვახლო,
მზისფერ ტილოზე შენს თვალებს ვსახავ,
ამით ჩემს სულსაც თუ გარდავსახავ..
მხატვარს მჭირდება რითმები ძველი,
თვალები - სველი,
გრძნობა - დამწველი..
მიყვარს ტალღები რომ მოჩანს ტბებში,
სურნელი - თმებში,
მიყვარს ფიქრი და მიყვარს გარჯა,
არ მიყვარს განსჯა..
და არც ხელების ფათური სულში,
მახვილი - გულში,
ზეციდან ხმები,
და როგორც საფლავზე ვარდი,
ისე გავხმები..
დაიბადება მკერდში რითმები,
სხვის ბინძურ აზრებს არ ვერითმები,
უსულო ხელებს ფუნჯი ვერ იტანს,
და განთიადის ვარსკვლავს ამიტანს?
მოქუფრულ ზეცას დაამსხვრევს ელვა,
გულსაც გაათბობს გრძნობათა ღელვა,
მომწონს ლოყაზე ხატვა წვეთებით,
გულის გაპობა ისრის კვეთებით..
მინდა მოვასწრო ღიმილის დარგვა,
და თეთრ ტილოზე სიტყვების ქარგვა..
ღრუბლებს შევღებავ რითმების ფუნჯით,
მოღუშულ ზეცას - ბრწყინვალე ლურჯით,
გულიც გათბება ტალღით, ძლიერით,
გრძნობით - ხნიერით,
და ღვთისნიერით..
მოვიკრეფ ძალას,გავაქრობ ტკივილს,
ამისთვის ვითხოვ მხოლოდ შენს ღიმილს,
ყინულს დავადნობ,
დარდს თუ გამანდობ,
არ დაგჭირდება შენ სხვა საფარი,
შენთვის ვიქნები კედელი,ფარი,
შენთვის ვიქნები მოციმციმე თბილი ლამპარი,
არა - ზღაპარი!
...გრძნობის კედელზე ტილო ჰკიდია,
გრძნობა არასდროს გამიყიდია,
რითმების ფუნჯსაც ეხება ხელი,
რომ ამოქარგოს შენი სახელი..
გრძნობას დახატავს მხატვარი სიტყვის,
და შენ თუ იტყვი....
აღგზნებულ გულს ხომ გრძნობები ერთვის,
და ღამე ტყდება შენთვის და..შენთვის!
და შენ ყოფილხარ ის ერთადერთი,
ის ერთადერთი,
გრძნობების ღმერთი!



№1 სტუმარი ♡♤

ჰაიკო ♡ რა საოცარი ხარ....

 


ჰაიკო მე უკვე შემიყვარდა შენი ლექსი, სადღაც ცრემლიც მომადგა თვალზე. დიდებული განცდა იყო და მგონი ყოველთვის დიდი სიამოვნება იქნება შენი ლექსის ხელმეორედ წაკითხვა. მადლობა

 


№3  offline მოდერი ჰაიკო

♡♤
ჰაიკო ♡ რა საოცარი ხარ....


იმდენად საოცარი ვარ რამდენადაც საშინელი:)
მადლობა კომენტარისთვის უცნობო.

გიორგი რიკიაშვილი
ჰაიკო მე უკვე შემიყვარდა შენი ლექსი, სადღაც ცრემლიც მომადგა თვალზე. დიდებული განცდა იყო და მგონი ყოველთვის დიდი სიამოვნება იქნება შენი ლექსის ხელმეორედ წაკითხვა. მადლობა


გიორგი გამათბო შენმა კომენტარმა.
მადლობელი ვარ რომ წაიკითხე და აზრი გამოთქვი.
მე ხშირად ვკითხულობ შენს ლექსებს და მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent