შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მშვიდი ვარ".


16-09-2020, 21:59
ნანახია 383

მშვიდი ვარ ისე,როგორც არასდროს,
ტრიალ მინდორზე ქარი თმას მიწეწს,
ახლა არ ვდარდობ წარსულ შეცდომებს,
და არც დახარჯულ,გაფლანგულ სიტყვებს...

შემორჩენილი ძალებით ვიბრძვი,
უკან დახევა არ მარგებს ვიცი,
სასოწარკვეთა ისე ახლოს დგას,
სირბილით ვივლი...და მაინც ვიბრძვი...

მარტივი არის ფარ-ხმალის დაყრა,
მარტივი არის უბრალოდ წასვლა,
და შებრალება შენივე თავის...
იცი... ვერ შეცვლი ვერაფერს ამით...

იცი...ვერ იგრძნობ ცხოვრებით ტკბობას,
იცი...ვერ შეძლებ მუდმივად მტრობას...
ბუნტი მოუწყო სიცოცხლეს როცა...
ასე ძლიერ გსურს ბედნიერს ყოფნა.

ასე ლაღი რომ მშობელმა გშობა,
და სიყვარული უხვად რომ მოგცა,
დედის ალერსი რად მიატოვე...
რატომ გაგრიყა ყინულის ლოდმა...

ადამიანო...იბრმავებ თვალებს!
ცხრაკლიტურს ადებ გულს...აჩენ საზღვრებს...
ჭურში ხარ ნახე,ნუ მალავ სახეს,
არ გიგებ მახეს,ვდგავარ შენ მხარეს.

ხელს გიწვდი გართმევ...ტკივილებს შავბნელს...
მომეცი ნება...შვებას მე გაძლევ...
შორს იჭერ თავს შენ,არ ვმალავ სათქმელს,
შენც ვიცი დაძლევ...ტკივილი დათმე...

ნიავი არხევს ლამაზად ფოთლებს,
ჩემს სულში სიმშვიდე თავბრუსაც მახვევს,
საამურია ცხოვრება ძალზე...
ვეთაყვანები სიცოცხლეს კვლავ მე!



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მაგრამ არა მდუმარე .. blush

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
მაგრამ არა მდუმარე .. blush

ჰო..))

 


№3  offline წევრი ლუთი ლი

უნდა წერო...
ვალდებული ხარ ჩვენთვის წერო..)წერო სულ და შეუჩერებლად

 


№4  offline წევრი მწერალი ქალი

ლუთი ლი
უნდა წერო...
ვალდებული ხარ ჩვენთვის წერო..)წერო სულ და შეუჩერებლად

მაგრამ მე ეს ყოველთვის არ შემიძლია...დიდი პაუზა იყო...ეს მხოლოდ მცდელობაა.მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent