შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"წავალ".


19-09-2020, 09:28
ნანახია 522

მე ჩემ ტკივილებს ჩავრაზავ სადღაც,
გასაღებს ვისვრი ამღვრეულ ზღვაში,
ისე დავტოვებ ყველაფერს ახლა...
ვინ დამაბრუნებს?!სწორია წასვლა...

წავალ შორს ალბათ კვლავ მარტოდმარტო,
ქვიშას ვაჩუქებ მე ჩემს ნაკვალევს,
დავჯდები ლოდზე თვალმინაბული,
ფილტვებს ავივსებ ამ ზღვის სურნელით...

ჩემი კუნძული დაცარიელდა...
ეგოისტურად ჩემია ახლა...
არ შემოვუშვებ არავის ალბათ,
ნდობა წალეკა,დაახრჩო ტალღამ...

განაბულს მიყვარს მზის გულზე თბობა...
სახეზე მიხატავს სხივები კონტურს,
იფრენს თოლია საოცრად მარდად,
ჩემი კუნძული ცოტას თუ ნახავს...

ზღვაში დაცურავს ოქროს თევზები,
მაგრამ სურვილებს აღარ დავუთვლი...
რა მოხდა თუკი ვერ ამისრულდა,
დაე იცურონ...იცურონ კვლავაც...



№1 სტუმარი სტუმარი ანმეე

აუ ბანო იმენა ფოქსუკო ხარ რააა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

სტუმარი ანმეე
აუ ბანო იმენა ფოქსუკო ხარ რააა heart_eyes heart_eyes

ვუაიმეეე ქალიო...როგორ გამიხარდი❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ღმერთმა ხომ უკეთ იცის
რომ ლექსი არ მინდოდა..
ჰო წახვალ.. რა თქმა უნდა..
გაქცევა ადვილია..

არ ვაჩნდი დედამიწას
ქალამნად.. რა მინდოდა..
სული არ გამთელდება..
სხეული დაცლილია..

დრო მოვა.. იტყვი რომ
სიკეთე გამიკეთე..
ვიცი რომ გადმომცემს
ღმერთი შენს დანაბარებს..

ბრძოლა რის მაქნისია..
გრძნობა რა საჭიროა..
გაიქეც.. დაჭრილები,
ბედ-იღბალს მიაბარა..

მაგრამ რაა იცი?!
დარჩება სიმართლე..
და იცი გაქცეულსაც
ის არსად მოგასვენებს..

სანამ ხარ სამზეოზე,
ნაცნობი სინათლე,
ყოველ დილით უფალს
შენზე მოახსენებს..

ჰოდა, სიხარულო..
დაგვდე პატივი და
ერთი ღმერთი მაინც
ერთხელ დაასვენე..

როცა დაეკარგე..
ისე განიცდიდა..
ისე განიცდიდა..
ნიღარ გამახსენებ..

მალე იყვავილებს
ფოთოლს ხეივანში..
უფრო თვალწარმტაცი
მოვა შემოდგომა..

არავის არ აგდებს
გოგო აინუნში..
რაც ქნა არ ეყო და..
წასვლაც მომინდომა...

 


№4  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
ღმერთმა ხომ უკეთ იცის
რომ ლექსი არ მინდოდა..
ჰო წახვალ.. რა თქმა უნდა..
გაქცევა ადვილია..

არ ვაჩნდი დედამიწას
ქალამნად.. რა მინდოდა..
სული არ გამთელდება..
სხეული დაცლილია..

დრო მოვა.. იტყვი რომ
სიკეთე გამიკეთე..
ვიცი რომ გადმომცემს
ღმერთი შენს დანაბარებს..

ბრძოლა რის მაქნისია..
გრძნობა რა საჭიროა..
გაიქეც.. დაჭრილები,
ბედ-იღბალს მიაბარა..

მაგრამ რაა იცი?!
დარჩება სიმართლე..
და იცი გაქცეულსაც
ის არსად მოგასვენებს..

სანამ ხარ სამზეოზე,
ნაცნობი სინათლე,
ყოველ დილით უფალს
შენზე მოახსენებს..

ჰოდა, სიხარულო..
დაგვდე პატივი და
ერთი ღმერთი მაინც
ერთხელ დაასვენე..

როცა დაეკარგე..
ისე განიცდიდა..
ისე განიცდიდა..
ნიღარ გამახსენებ..

მალე იყვავილებს
ფოთოლს ხეივანში..
უფრო თვალწარმტაცი
მოვა შემოდგომა..

არავის არ აგდებს
გოგო აინუნში..
რაც ქნა არ ეყო და..
წასვლაც მომინდომა...

შენ მაინც იცი რა და როგორ...მადლობა ლექსისთვის❤️

 


ქალიოო...ტი შტოოო❤️❤️პირველად მოხდა, რომ ასე ვეცნობი შენს შემოქმედებას და მინდა გითხრა, "ცურვა განაგრძე უფარფლო თევზო, ფრენას ნუ შესწყვეტ, შენ უფრთო გედო"-რაა პოეტური ვაარ:დდდდ(მე და ლექსები ნიიუუჰჰ)
წაარმატებები ქალიო და აბა შენ იციიჰ❤️❤️❤️❤️აქვე ვეგდე მე, კუთხეში და ვილ ვეით ფორ იუ...:დდ❤️

 


№6  offline წევრი მწერალი ქალი

ლიკა ახრახაძე
ქალიოო...ტი შტოოო❤️❤️პირველად მოხდა, რომ ასე ვეცნობი შენს შემოქმედებას და მინდა გითხრა, "ცურვა განაგრძე უფარფლო თევზო, ფრენას ნუ შესწყვეტ, შენ უფრთო გედო"-რაა პოეტური ვაარ:დდდდ(მე და ლექსები ნიიუუჰჰ)
წაარმატებები ქალიო და აბა შენ იციიჰ❤️❤️❤️❤️აქვე ვეგდე მე, კუთხეში და ვილ ვეით ფორ იუ...:დდ❤️

ვუაიმე ჩემი უწუპუწუ.მიყვარხარ ძალიან და მადლობა დიდი❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent