შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხატვარი VS დამსჯელი


21-09-2020, 22:45
ავტორი ჰაიკო
ნანახია 457

..მე არ მოვკვდები,
თუ გამომყვები,
ლექსსაც მოვყვები,
მე არ გავქრები მარად,
სანამ რითმი მაქვს ფარად..
და ანგელოზის თეთრი ნათელი,
ქრება სანთელი,
დნება სანთელი!
ზღვის ბოროტ ტალღებს გავატან სევდას,
სევდას - რომელიც მუდამ თან მდევდა,
თუ შემრჩა ძალა - დაგხატავ ზღვებად,
და მონატრების ფერად საზღვრებად,
და თეთრ ტილოზე - რითმთ განსაზღვრებად..
მეყოფა ძალაც,
რომ ვქარგო ხვალაც,
გული ძგერს კვლავაც!
გაოცებული მომაჩერდება სულთა დამსჯელი,
და მიმიხვდება რომ არ მეკუთვნის მე ეს სასჯელი,
დალეწე სკამი,
შორს - განსასჯელი!
და ჩემი სული აღარასოდეს აღარ გაქრება,
თუ კი რითმები დღეს არ ჩაქრება,
ფერთა პალიტრა დაიღვრება ჩემი ტილოდან,
და თვით დამსჯელიც გულით ტიროდა,
ცრემლი სდიოდა,
უხმოდ კიოდა,
ჩემი სტკიოდა,
და მიდიოდა, და მიდიოდა!
და თუ სულთ დამსჯელს შევეცოდები,
ფუნჯს მოსცილდება ჩემი ცოდვები,
იხარებს გული, და დაიშლება ოხვრა-გოდვები,
ინათებს სული და ასრულდება სიზმრით ბოდვები!
მე არსად წავალ,
მე მოვალ წამად,
თუ ისევ ფუნჯმა არ გამაწამა,
კვლავ დავიღვრები სპეტაკ ტილოზე ფერებად რითმის,
ამ გრძნობის ტოლი - ვერასდროს ითქმის,
ვერც გამოითქმის!
წავალ - არასდროს,
დრომაც გამასწროს,
რითმმა გამათბოს,
ტბებმა დამატკბოს..
შევიცვლი სულსაც,
ვდევნი ავსულსაც,
წავშლი წარსულსაც,
დროს - გარდასულსაც.
ტილო არ ცვდება,
ფუნჯი არ კვდება,
რითმი ლაგდება,
გული მაგრდება,
და თვით მხატვარი -
ენით მზაკვარი,
სევდას გააქრობს,
ტკივილს ჩააქრობს,
შორს გადაკარგავს,
და თეთრ ტილოზე ახალ რითმებს თბილად დაქარგავს!



№1  offline წევრი ელენე (ნენე)

ლამაზი ლექსია!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

❤️❤️ ძალიან ლამაზი ლექსია.არც მიკვირს თქვენგან
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი უცნაური

სულ ველოდები...
სულ გაკვირდები..
სულ ვკითხულობ.

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

უბრალოდ ნენე
ლამაზი ლექსია!


დიდი მადლობა ნენე.

La-Na
❤️❤️ ძალიან ლამაზი ლექსია.არც მიკვირს თქვენგან


ლანა, დაკარგულო:)
როგორ ხარ?
გამიხარდა შენი გამოჩენა გულწრფელად.
ამ კომენტარმა კი ოდნავ უხერხულობა მაგრძნობინა.
ეგომ გაიხარა laughing

უცნაური
სულ ველოდები...
სულ გაკვირდები..
სულ ვკითხულობ.


უღრმესი მადლობა უცნაურო blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent