შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაისი მოდის!


24-09-2020, 10:08
ნანახია 294

დუმილი...
ნათქვამი სიტყვების ნაცვლად.
ცა მოიღუშა...
განაცრისფერდა ეს შემოდგომა.
წუხილი...
წუხილი გადის ამ დროსთან ერთად,
სიცარიელე...ამოიფხვრება...
ეს სინანული...
ფუჭია.
ეს სიბრალული...
ამაო.
სამართლიანად დარჩენა მინდა,
თუმცა სიკარგე კვლავ მექაჩება...
თბილი ვარ?...
მტკივა...
გავცივდი?
ესეც...
გავიქცე?
არა!
დავტოვო?
დიახ!
ნისლი ირევა ღრუბლებში,
წვიმას აპირებს ზეცა...
გამოიდარებს..!
მერე და როგორ...
იქამდე მინდა ჩავიცვა თბილად.
იქამდე სანამ მაისი მოვა,
სანამ მოვიხსნი მე ყველა ტკივილს,
გპირდები ჩემო...
ვთავისუფლდები,
გპირდები ჩემო...
გამოვფხიზლდები.
კენჭებს გავატან მე ყველა ტკივილს,
ზღვაში გადავყრი,არ დავინანებ...
ბედნიერებას არ მივატოვებ,
დასრულდა ხანი სასოწარკვეთის.
გიყვარდეს მტერი,მოყვასი შენი,
მიტევებაა...ძალა-დამხსნელი,
არ მივცემ ნებას,
ბოროტს და ვერაგს,
წამართვას სული,
მომტაცოს გული.
მაისი მოდის...!
მზის სხვისი მოდის...!
წავიდეთ ჩემო...
დავლაშქროთ მთები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent