შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარდებო, გამოდით გარეთ!


24-09-2020, 22:12
ავტორი ჰაიკო
ნანახია 404

...დარდებო გამოდით გარეთ,
ფიქრებო ვერ გაგახარეთ,
ტკივილნო,დამტოვეთ ახლა,
ამ ტკივილს სისხლიც ხომ ახლავს,
ჩემს სულს და გულსაც ლახვრავს!
შავ თვალებს ამუქებს დარდი,
საფლავზე - გამხმარი ვარდი,
მე ხომ არასდროს ვჩანდი,
დავდივარ მე - როგორც ლანდი..
თვალებში - ნისლი,
ღიმილს უფსკრულში ვისვრი,
და ხელს თუ აღარ გავისვრი,
უფალთან ვამაყობ მისვლით..
რითმებს დავხატავ ზეცად,
ზეცაც იქცევა მხეცად,
და დარდიც - ვერ დაკეცვად,
ცრემლებს - ვერც ათასკეცად!
სხეულს დაალპობს ცრემლი,
ცრემლს - გამოაწრთობს გრდემლი,
და სინანულის ლოცვით,
მსაჯულთან - ოთხზე ცოცვით..
სინდისთან - ჯიუტი სახით,
უფალთან - ვერ გარდასახვით!
სევდამ არია ფიქრნი,
სატანას - შიგნით ვიქმნი,
მაღლა წარვსდგები რიხით,
ნაცარი - მუქი შტრიხით..
და მაინც ვდგები,
ბევრია გზები,
ბევრია ბზები!
მაინც ვეჩვევი,
ურითმო რითმებს ვერ შევეჩვევი,
ყალბი ღიმილი - არად სარგები,
მე ჩემს ტკივილში დავიკარგები!
და თუ მიმტყუნებს ისევ განწყობა,
ვერასდროს შევძლებ რითმის აწყობას,
სიტყვის დაწყობას!
მინდა დავლახვრო ბოროტი ძველი,
როგორც გიორგიმ - მძვინვარე გველი,
თვალები - სველი,
და მზერა - მკვლელი,
გულის მომკვლელი..
განგება მოდის,
მან იცის - როდის,
მახვილი - მწველი,
ცოდვის დამწველი,
კარიბჭის მცველი,
გრძნობის დამცველი,
დარდის დამცლელი,
მან მომცა ძალაც -
რომ ვწერო ხვალაც,
დღეს აქცევს ხვალად,
სევდის,ტკივილის,დარდის მსახვრალად!
და თუ ოდესღაც ჩემი რითმები აზრებს დაკარგავს,
თუ ჩემს არსებას თეთრის დარად შავი განკარგავს,
წამლეკავს დარდი,
და ჩემს საფლავზე იტირებს ვარდი..
მსაჯული მოვა,
იწყება გლოვა,
და მომგვრის მწუხრებს -
როგორც მარწუხებს,
ჯვარი მძიმეა, ტვირთი - მაწუხებს,
ჩემს ცოდვებს უხმოდ გამოიკითხავს,
მძიმე სამართლით - მე განმიკითხავს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent