შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*****


6-10-2020, 00:27
ნანახია 359

ღრმა ძილით მძინავს ძვირფასო,თამამად ვიტყვი,
შფოთი და ოხვრა აღარ იცის რა არის გულმა,
შენი წყალობით გონება გადარჩენისთვის რომ აღარ იბრძვის,
გადამავიწყდა უძილობის მტანჯველი ფიქრი...

წარბშეუხრელი დამჩემდა მზერა ბოლო ხანს იცი,
შუბლი გაიხსნა,ორი ზურმუხტი განათდა ნახე...
ბაგეს ღიმილი რომ გაუხშირდა მიზეზი ვიცი,
მზით რომ ვიღვიძებ ამიტომაც მე აღარ მიმძიმს.

მსუბუქი გავხდი, ბუმბულივით ჰაერში ვფრინავ,
ვეთამაშები ბაბუაწვერას ღაბუა ბავშვი,
კვლავაც ვიხსენებ ბედნიერების საამო სურნელს,
საკურას ბაღში დავაბიჯებ ლაღი ნაბიჯით.

არარას ვდარდობ,არარას ვჩივი,არარას ვტირი,
არარა აქრობს,არარა ახშობს სიკეთეს სულში,
იასამანი დაბუდებულა კანზე და გულში,
ვარდი იშლება და იფურჩქნება ძარღვებში ნუში...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აჰა, გათენდი, განთიადო ჩემო, რიჟრაჟო,
და კვლავ სიკეთემ გაახილა ჩემში თვალები,
რამხელა ღამეს ჩაუვლია, ჩემო გიჟმაჟო,
როგორ ლამაზად გამითენდი, გენაცვალები...

და გაბუსხული ღრუბლეული ლაჟვარდის ცაში
შენს გამონაშუქ მოზიტივებს ჩაეხუტება..
რომ ჩემი სულთქმა იყვავილებს ოდესმე ბზაში,
და სამყაროსთვის სამუდამოდ გაზაფხულდება..

ხოლო მანამდე..
უფლის ერო, ცოტაც
გაუძელ...
რადგან ჯერ მხოლოდ
მე მეკუთვნის მისი სურნელი..

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
აჰა, გათენდი, განთიადო ჩემო, რიჟრაჟო,
და კვლავ სიკეთემ გაახილა ჩემში თვალები,
რამხელა ღამეს ჩაუვლია, ჩემო გიჟმაჟო,
როგორ ლამაზად გამითენდი, გენაცვალები...

და გაბუსხული ღრუბლეული ლაჟვარდის ცაში
შენს გამონაშუქ მოზიტივებს ჩაეხუტება..
რომ ჩემი სულთქმა იყვავილებს ოდესმე ბზაში,
და სამყაროსთვის სამუდამოდ გაზაფხულდება..

ხოლო მანამდე..
უფლის ერო, ცოტაც
გაუძელ...
რადგან ჯერ მხოლოდ
მე მეკუთვნის მისი სურნელი..

ლაზი❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანმეე

ოჰჰჰ ფოქსოვიჩჩ heart_eyes heart_eyes
ისევ არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ innocent relaxed

 


№4  offline წევრი მწერალი ქალი

სტუმარი ანმეე
ოჰჰჰ ფოქსოვიჩჩ heart_eyes heart_eyes
ისევ არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ innocent relaxed

დიდი მადლობა ანჩუ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent