შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"არ დავთმობ!"


12-10-2020, 01:20
ნანახია 702

გადაიხსნება თუკი ჭრილობა,
სისხლი წვეთებად ჩამოიღვრება.
თუ აძლევ ნებას შეგეხონ გულზე,
შენი სიმაგრეც ჩამოინგრევა.

თუ გაგეპარა ის სიძლიერე,
სიმწრით და უფლით რაც მოიპოვე,
უკან ყურება მოგკლავს იცოდე,
ის სინანულიც ჩამოიშორე.

არ ღალატობენ მტრები არასდროს,
მეგობრისაგან უნდა ელოდე,
არ იკარგება ფასეული და...
არ მიგატოვებს შენ რომც გინდოდეს...

მე ავაშენე ეს გალავანი,
და მზვერავები შემოვიკრიბე,
ამ გულს ვდარაჯობ მე მტრის ჯინაზე,
არ დამიდგება ცხოვრება ყირაზე.

არ დავთმობ იმ ქალს რომელიც ტანჯეს,
არ დავთმობ იმ ქალს რომელიც დათმეს...
მარგალიტები შემოვინახე...
ღორები მუდამ რკოს უნდა ჭამდნენ.

ვერ დავანახებ მე ბრმას სინათლეს,
ყრუს ვერ ვაჩუქებ უქონელ სმენას,
არ შევეხები ორგულებს კანზე...
როდი ეკუთვნის ალერსი გამცემს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent