შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიცოცხლე დამრჩა!"

15-10-2020, 14:57
ნანახია 623

რადგან ტკივილი იძირება მოლურჯო ზღვაში,
ჩემი ცხოვრება ამღვრეული შეიძენს ბინას,
მჯერა,მწამს,ვიცი... არ გაიცვლება არასდროს სხვაში,
ვერ დაემსგავსება ვერასდროს წინას..

რადგან სინანულს ძლიერ სურდა მქონოდა სევდა,
უსურვაზივით შემოეჭდო მკლავები ძლიერ,
როცა დაცემულს აუარება პრობლემებს მხვევდა,
მტერი ვერაგი მიღიმოდა მალულად, ცბიერ...

როცა სიცოცხლე დაღდასმული გიყურებს ტანჯვით,
გძარცვავს ქურდივით,შენგან მიაქვს,იტაცებს ძალას...
ვერ აიხსნება ეს მწუხარება ვერასდროს სიტყვით,
თითქოს გიმსხვრევენ სათითაოდ ძვალსა და მალას.

გზის გასაყარზე შენი ცხოვრება არჩევანს ტოვებს,
ირჩევ სიცოცხლეს,ან ირჩევ სიკვდილს,ეს აზრი ჩამრჩა
და იდგა ჟამი არჩევანისა,ვაჟღერებ ხმოვნებს...
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიცოცხლე დამრჩა!

------------
პ.ს.შექსპირის გავლენას გვერდს ვერ ავუვლიდი)))

№1  offline მოდერი guroo

სათაურმა მიმახვედრა, მსუბუქად წასაკითხი ლექსი არ დამხვდებოდა. ჯერ ფოტოს შევხდე და ყაყაჩოები რომ დავინახე, სისხლივით წითლები, სილვია პლათი გამახსენდა და უკვე მზად ვიყავი იმ წამსვე, რომ შენთვის მეთქვა, ძალიან კარგი ხარ-მეთქი.
თუმცა, არც ასეთი მარტივია ბრმა აღფრთოვანება. მე პოეზიასთან ძალიან შორს ვარ და უკანასკელი ადამიანი ვარ, ვისაც რამე უნდა ჰკითხო ლექსების შესახებ.
"ვერ აიხსნება ეს მწუხარება ვერასდროს სიტყვით,
თითქოს გიმსხვრევენ სათითაოდ ძვალსა და მალას".
განა შენ არ წერ, რომ სიტყვებით ვერ ახსნი ამ მწუხარებას? მაშ რაღატო მეუბნები, ეს იმას ჰგავს, თითქოს ძვლებს გიმტვრევენო?
შეეცადე, უფრო გაამძაფრო შენი უუნარობა სიტყვებით გადმოსცე ტკივილი, რომელიც გაწუხებს.
მომეწონა და ვისიამოვნე.

№2 წევრი მწერალი ქალი

guroo

მადლობა შეფასებისთვის...სიმართლე ვთქვა ესეც კი მემძაფრა იმდენად კარგი პერიოდი მაქვს ახლა ცხოვრებაში...სიტყვით ვერ აიხსნება კი...მხოლოდ გრძნობით...და ეს მალების გადატეხვას გავს))მადლობა...

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ო, როგორც იქნა.. დაიდო და შენი შექსპირი..
შესაფასებლად მოვედი და დავაღე პირი,
ბწკარი არა მაქვს რა ხანია, ჯერაც შეცვლილი,
დედანი ჯერაც გულით დამაქვს მე მეფე ლირის..

არის ბილიკი ძლიერ ვიწრო და საშიშარი..
თუმც მისი ბოლო ყველაზე დიდ იმედთან მიდის..
ფართოა ზოგიც, მიმოდიან წყებად ქვიშანი..
მაგრამ გზის ბოლოს განსაცდელი მოგელის დიდი..

არიან გზები საერთოდ რომ არსად მიდიან..
შენ კი ჩემო მზევ, სულ ყველა გზა ჩემთან მოგიყვანს..
მიმოიხედე.. დღეს ბუნება ისე მშვიდია..
გუშინწინ კიდევ ბობოქრობდა.. რა არ მომიყვა..

ბედი ასეა.. ხან წაგიყვანს ქვევით ცხოვრება..
ხან გასაშრობად თეთრ მწვერვალზე თოვლად დაგკიდებს..
უსიყვარულოდ ქვეყანაზე არ გვეცხოვრება და
ვერც შენ შეცვლი მარტოკინა სამყაროს კიდე..

და მნიშვნელობა არ აქვს ლოცვა როგორ გაჭირდა..
ან ეს სამყარო როგორ დაგხვდა დილით შეცვლილი,
ყოველთვის მოვალ, ჩემო მზეო, თუკი დაგჭირდა..
მოვალ და წყვდიადს გაგითენებ, შენი შექსპირი..

№4 წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13

მადლობა❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent