შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის ქალი


22-10-2020, 14:11
ნანახია 565

ნაცრისფერ ფერში ყავისფერდება,
ნოემბრის სუსხი მიახლოვდება,
სეზონი ჩემი ,შექმნილი ჩემთვის,
ვიცი ყოველთვის მემახსოვრება.

ბურუსში გახვეულ მთიან ჰორიზონტს,
გადაეფარა ნისლი სუდარდად,
დაბინდდა მალე...მზე შორით ვმალე...
დღე შემცირდება,იზრდება ღამე...

ჩემი ფიქრები დაცურავს მშვიდად,
აუღელვებელ ზღვას დავემსგავსე,
ცხოვრებით სავსე დავფრინავ კვლავ მე...
სისუსტე დავგმე,ტკივილიც დავთმე...

ნოემბერს ელის მწერალი ქალი,
ეპატიჟება წიგნს ჩაი ფინჯანი...
ეს პაემანიც ელოდა დიდხანს...
დიდხანს ელოდა სატრფოსთან ალერსს...

სიცივე გარეთ სულს არ მიყინავს,
მკაცრი ზამთარი ვერ შემაშინებს,
ვეხვევი ალში წითური ქალი,
ცეცხლის ენები მიბზინავს თმაში...

მე ნოემბერი მიყვება ამბავს...
ამბავს რომელიც ჯერ არ მინახავს,
მე ნოემბერი მიმატებს ძალას...
სასოწარკვეთა ფერფლად იქცევა.

ყინული გალღვა...
პირი შეიკრა მწარე იარამ,
ბლაგვი გაუხდა პირი იარაღს,
სისხლი შედედდა,გადაიარა...

ნოემბრის სუსხი მეალერსება,
ჩაისთან ერთად მიყვება ზღაპარს,
პაემანს ნიშნავს იმედით ჩაი,
ლიტერატურა ჩაუყრის შაქარს.



№1  offline მოდერი ჰოლანდიელი

საღაური მომეწონა ))

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

ჰოლანდიელი
საღაური მომეწონა ))

მადლობა))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent