შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე _ ქალი


26-10-2020, 22:41
ნანახია 339

შემომეღება ტუჩები შოკოლადისფრად
და თვალებს დააჩნდათ სიშავე მუქი,
ხელის ცახცახით ვივარცხნი გაშლილ თმას,
სარკეში ვხედავ მომზირალ მე ჩემ ლანდს.

ვუყურებ სახეს...ცხოვრებით დაღლილს,
კანს ახალგაზრდობას რომ ისევ აცდის,
ტუჩის კუთხესთან ჩატეხილ ღიმილს,
რომ არ იშორებს და ქუსლით გადის.

დავდივარ ქუჩებში ამაყი ნაბიჯით,
ძლიერი ქალი ვარ,ამ აზრსაც არ ვიშლი
და არ მადარდებს სხვა ჩემზე რას იტყვის,
უბრალოდ ქუჩებში მე ჩემთვის განვიცდი...

და ალბათ ამ დროს მე ყველა გამირბის,
რადგან სიცივე მზერაში დამიდის
და მეც ჯიუტად თვალებით ვდგავარ წინ...
დაე მიყურონ!..ვერავინ დამიშლის.

სახლში ვბრუნდები...ქუსლებსაც გავიხდი,
ვდგები სარკესთან და თმასაც გავიშლი,
ვიშორებ მაკიაჟს და ფერებს წავიშლი,
ავიღებ ჩემ ბალიშს,ხვალ ისევ გავივლი...

პ.ს.ძველი ლექსია,რამდენიმე წლის...ზუსტად არ მახსოვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent