შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი შემოდგომა


29-10-2020, 00:59
ნანახია 8 263

როგორ დამტკბარა ეს შემოდგომა,
თავისუფლების სუნში ვლივლივებ,
ფოთოლცვენაში დგომა გამხდარა
სიამე ძალზე...სულის სიმშვიდე.

ნაქსოვი ზედა...თბილი,ღუნღულა,
შემოვიხვიე პატარა ტანზე,
თბილი ფერები ელის ნოემბერს,
შარფი სჭირდება ყელს უკვე კანზე.

როგორ ველოდი ამ დაბრუნებას,
სიტკბო შემეგრძნო კვლავ დაკარგული,
ჰაერს ფილტვები ხარბად ისრუტავს,
ახლა აღარ ვარ მე გათანგული.

ჩამოიპენტა ფოთლები ასე...
როგორც ფანტელი ფიფქის პატარა,
ჩემი მზე ცაში დამემალება,
ზოგჯერ კეკლუცად გამეპრანჭება.

რა ტკბილი არის ეს შემოდგომა,
რა მშვენიერი ეს ფოთოლცვენა,
გული სიამით ისე მევსება...
ბედნიერების ალი მედება...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შენი შემოდგომა ძლიერ მიხარია,
შენი მეგობრები უკვე აქ არიან,
ქალაქში რომ უკვე ნოემბრის ქარია,
ქარში რომ ლივლივებს ფოთოლთ ლაშქარია...

ყველა სიცივეში ისე მიცივდები,
თბილად სჯობს ჩაიცვას ღუნღულა პატარამ,
ფოთლები მიწაზე ქარსაც უცვივდება,
ფოთლები.. ლივლივით მზე მზე რომ ატარა..

ისე მიჰქარვიან შუკებს კოლონები,
ისე დაუპყრიათ ძველი აივნები,
მზეც რომ იყო, მაინც, უჩემობით დნები,
ფოთოლიც რომ იყო ქარში აირევი..

მაგრამ ჩემი მზე იმ ტაძარში იძინებს,
სადაც ვერ მიაგნებს ობოლი სიცივე,
მზისფერ ნაკვალევზე საღამოს იწვიმებს,
და განთიადამდე ჩემს ბედზე ვიცინებ..

ისევ ამოხვედი დილით გაბუტული,
თითებს გავუკეთებ ალბათ კრემაციას,
ისე მომეყინა.. დამაქვს დაბინტული..
არადა მზისფერი ჩოხა მეც მაცვია...

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
შენი შემოდგომა ძლიერ მიხარია,
შენი მეგობრები უკვე აქ არიან,
ქალაქში რომ უკვე ნოემბრის ქარია,
ქარში რომ ლივლივებს ფოთოლთ ლაშქარია...

ყველა სიცივეში ისე მიცივდები,
თბილად სჯობს ჩაიცვას ღუნღულა პატარამ,
ფოთლები მიწაზე ქარსაც უცვივდება,
ფოთლები.. ლივლივით მზე მზე რომ ატარა..

ისე მიჰქარვიან შუკებს კოლონები,
ისე დაუპყრიათ ძველი აივნები,
მზეც რომ იყო, მაინც, უჩემობით დნები,
ფოთოლიც რომ იყო ქარში აირევი..

მაგრამ ჩემი მზე იმ ტაძარში იძინებს,
სადაც ვერ მიაგნებს ობოლი სიცივე,
მზისფერ ნაკვალევზე საღამოს იწვიმებს,
და განთიადამდე ჩემს ბედზე ვიცინებ..

ისევ ამოხვედი დილით გაბუტული,
თითებს გავუკეთებ ალბათ კრემაციას,
ისე მომეყინა.. დამაქვს დაბინტული..
არადა მზისფერი ჩოხა მეც მაცვია...

საყვარელი იყო ლაზი მადლობა.გამიხარდი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent