შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავბრუნდი


15-11-2020, 01:06
ნანახია 8 444

ღამეა მშვიდი,უმთვარო ღამე...
და ჩამიჩუმიც არ ისმის არსად,
მუზა გამირბის,ვეღარსად ვნახე,
რითმა ზურგს მაქცევს,ბავშვივით მაბნევს.

სიზმრების ღმერთსაც გადავავიწყდი,
ვერ ვხედავ დარდებს,გუშინ რომ მჭამდნენ,
ფიქრებიც შორით აღარ დამიდის,
წყვდიადს რომ ჰგავდნენ,დამტოვეს გაქრნენ.

გიზგიზებს ცეცხლი,ოღონდ მე არ მწვავს,
ედება სითბო კანს უკვე ნაზად,
ის რაც შენ არ გკლავს,გიმატებს ძალას,
სასოწარკვეთას ჯურღმულში მალავს.

მე არსად წავალ,მე მყარად ვდგავარ,
მე დარდი არ მჭამს,ტკივილი არ მხრავს,
ამ წინაღობებს მტკიცედ რომ ვლახავ,
ლაჩარი არ ვარ,ნიღაბი არ მაქვს.

აღმართს ავდივარ მუდმივად ბრძოლით,
ფარ-ხმლის დაყრაა სიკვდილის ტოლი,
გამარჯვებისთვის ეკლებში ვივლი,
გადავულოცე მტერს უკვე მარცხი...

მუზავ...დავბრუნდი!მომხვიე ხელი...
ჩამოვიბანე სულიდან სისხლი,
ბრძოლის ყიჟინა დადუმდა,მიდის...
სამშვიდობოს ვარ,დავბრუნდი...გიცდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent