იქნებ და ნეტავ...
მე ჩემო თავო,არ ვიცი ცურვა, ვერ გადავსერავ მოლურჯო ტალღებს, მხოლოდ ფიქრებით გემის ბოცმანი, ჩავუშვებ ღუზას და ბინოკლს გავშლი... მე ჩემო თავო,არ ვიცი ცეკვა, რომ მელოდიას უსიტყვოდ ავყვე, არ ვიცი რატომ მივილტვი ასე, რომ კონტურები დავხატო ცაზე. დავხატო როცა,არ ვიცი ხატვაც... გავაფერადო გონების ძალით, და როცა ვიგრძნობ უმძიმეს დაღლას, ვიფრინო ზევით,მაღლა და მაღლა. ჰო...ბევრი რამე არ ვიცი ალბათ, ბევრი ვინატრე იქნებ და სადღაც, ამ ოცნებებში გავიდა წლები... მე კი ჭაღარაც გამიჩნდა ახლა. იქნებ და იქნებ...უკვდავი სიტყვა, ნეტავ და ნეტავ...სამარადჟამოდ, რამდენი ღამე გამითენია... ღვინო უმიზნოდ დამილევია. მე ბევრი რამე არ ვიცი კიდევ, ან კი რა ვიცი,იქნებ და ვბოდავ... იქნებ და იქნებ...უკვდავი სიტყვა, არ დასრულდება ადამის მოდგმა. მტვერი ვარ ვიცი,მიწის ნაწილი, მტვრადვე ვიქცევი,რომ მოვა ჟამი, რომ მოვა ჟამი,დავხუჭავ თვალებს, გამოიძინებს თვალები მწვანე. არ დასრულდება ადამის მოდგმა, არ დაიშრიტება სიცოცხლის წყალი, სხვა ყველაფერი გამოსწორდება, როცა ცხოვრება წინ გველოდება. და ყველაფერი გამოსწორდება... მზე უსასრულოდ დამელოდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.