შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გაივლის დრო"


10-12-2020, 15:32
ნანახია 664

გაივლის დრო... წაიღებს დარდებს,
შეშლილი სულიც დაგვიმშვიდდება,
წარსულის დარდებს შემოადნება,
ყინულის ფენა,ტკივილით სავსე.

გაივლის დრო და მერე დათბება,
სუსხი ვერ ავნებს ამ ხელებს მეტად,
მზიანი დილა რომ გათენდება,
არ ჩამოვაფარებთ ფანჯრებსაც ფარდებს...

აღარ ჩავაქრობთ ოთახში შუქსაც,
არ მოვიკუნტებით მოლიპულ ველზე
და ჩაის დავლევთ ყავაზე მეტად...
სურნელოვანი სანთლების ფონზე.

გასცდება ოთახს ეს სიკაშკაშეც,
შიშს გავისტუმრებთ სხვა პლანეტაზე,
სინანულს უკან გზად გავაყოლებთ,
აღარ ვინატრებთ უსიზმრო ძილსაც.

პ.ს.ადამიანი ადამიანისთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

იჩქარე..
ქუხდა უძილო ღამე..
იჩქარე..
აღარ დააგვვიანო..
მე..
ისე მსურდა რომ..
მეთქვა რამე
ჩემო
მზისფერო ადამიანო...

დაატყდა
მეხი
ატეხილ ქუხილს
დასტირის
ზეცა
და დარდიანობს..
კვლავ
გათენდება..
უჟამო
წუხულს
გულს ნუ გაუღებ,
ადამიანო!
ყოველი წამი
და მერე წუთი
განილევა და
ქვესკნელში წავა..
ნუღარ იტირებ
ქალავ მზისფერო
მზე არ ჩასულა..
მე კვლავ აქა ვარ..
გაუხარდებათ
ცის კაბადონზე
ვარსკვლავებს სავსე
ღიმილი შენი..
ჯერაც გზაშია
არ შემოსულა
დახანჯლულ გულში
სიცოცხლე ჩემი..
ჰოდა
მე და შენ
იმ გზას ველოდოთ,
ჩემს გაზაფხულს რომ
ჩემთან მოიყვანს..
განა არ ვიცი..
მთვარემ წუხელის,
ჩვენი ამბავი
ისევ მოგიყვა blush

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
იჩქარე..
ქუხდა უძილო ღამე..
იჩქარე..
აღარ დააგვვიანო..
მე..
ისე მსურდა რომ..
მეთქვა რამე
ჩემო
მზისფერო ადამიანო...

დაატყდა
მეხი
ატეხილ ქუხილს
დასტირის
ზეცა
და დარდიანობს..
კვლავ
გათენდება..
უჟამო
წუხულს
გულს ნუ გაუღებ,
ადამიანო!
ყოველი წამი
და მერე წუთი
განილევა და
ქვესკნელში წავა..
ნუღარ იტირებ
ქალავ მზისფერო
მზე არ ჩასულა..
მე კვლავ აქა ვარ..
გაუხარდებათ
ცის კაბადონზე
ვარსკვლავებს სავსე
ღიმილი შენი..
ჯერაც გზაშია
არ შემოსულა
დახანჯლულ გულში
სიცოცხლე ჩემი..
ჰოდა
მე და შენ
იმ გზას ველოდოთ,
ჩემს გაზაფხულს რომ
ჩემთან მოიყვანს..
განა არ ვიცი..
მთვარემ წუხელის,
ჩვენი ამბავი
ისევ მოგიყვა blush

ლაზი...რა კარგი იყო.დიდი მადლობა.ძალიან გამიხარდი❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent