ისუნთქე მხოლოდ
ისუნთქე მხოლოდ, ისუნთქე მხოლოდ... არ ველი უკვე არაფერს,აღარ... ეს მარტოობაც ნაკლებად მწარე იქნება როცა...ისუნთქებ შორსაც... და ჩვენი გზები სხვადასხვა მხარეს... მე ვერსამყოფი გავდგები განზე... და თუკი მიხმობ ამ ლამაზ ხმაზე, მოგისმენ კვლავ მე,მოგისმენ ცამდე. იცოდე არის სადღაცას ერთი... სულელი ქალი,ტკივილით მთვრალი, შენს გაღიმებად რომ უღირს აწი, შეგავლოს თვალი,მოგხვიოს მხარი... მოგისმენ კვლავ მე,ვიქნები მყარი, მე მოგცემ ძალას,მარტო შენ არ ხარ! ისუნთქე ძლიერ,ისუნთქე ხარბად! ნუ შეგჭამს შიში,მაქვს შენი რიდი... შენ ოღონდ მიხმე... მეც მანდვე ვიდგე. პ.ს.გაყინული მთვარე. გამთბარი მზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.