შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Freezing moon


30-12-2020, 21:07
ნანახია 327

სიბნელე მუქი და გულის ფეთქვა,
ოთახს აყრუებს ეს მდუმარება,
ცივ იატაკზე გართხმული სული...
დასახიჩრებულ სხეულზე მეტად...

გამოფიტული,წაშლილი მზერა,
ვენებს მოასკდა წყურვილი ცრემლის,
დანაწევრებულ გულს მეტი რა სჭირს?
ვეღარ აერთებს სიცოცხლის კავშირს.

მონოტონური დღეებით კვება,
თითქმის შიმშილი, დარდისგან კვნესა,
იისფერ ბოლში ჩამხვრჩვალი სევდა,
ყველა ტკივილის ერთმუშტად შეკვრა...

მსაჯულად ქცევა,მუდმივი დასჯა,
დასჯა სულის და დასჯა სხეულის...
ასე თუ იგრძნობს,რომ ისევ არის...
რომ ისევ ფეთქავს...სიცოცხლეს ბედავს!

მძიმე გზას გადის,წვალებით,ტანჯვით...
უჭირს დათმობა ცივი სიბნელის,
გაყინულ მთვარეს ესაუბრება,
საკუთარ თავს და საკუთარ თავს და...

ჩარაზულ ოთახში გამომწყვდეული,
ბევრი ფიქრისგან გადარეული,
დაფლეთილ სულში გადახვეული,
ტკივილებისგან სულ არეული...

საკმარისია გოდება,მოთქმა,
საკმარისია ცხოვრების გმობა,
საკმარისია სიცივე მთვარევ,
დროა,რომ დადგე სინათლის მხარეს.

მთვარეც ანათებს,ანათებს ვიცი...
მაგრამ ყინული ედება ხავსად,
ნარინჯისფერი გიხდება მართლა,
სითბო გაალღობს სიცივეს,დარდსაც...

წარსულ ტკივილებს გამოეთხოვე,
არაფერია ტკივილში კარგი,
ამაზე მეტსაც აიტანს ბიჭი,
ამაზე მეტსაც აჩვენებს ნიჭი...

გაანიავე ოთახი ბნელი,
გაამზიურე ფიქრები მწველი,
ეგ სინანულიც გადაასახლე,
ზიზღს ფარდა მუქი გადააფარე.

გიყვარდეს თავი შენი ისე რომ,
ყოველი დილა გმატებდეს ხალისს,
არ გინდა შავი,გიხდება წაბლი...))
გახსენი წარბი,დრო დგება დათბი...

პ.ს. ვიწანწალოთ...:*



ძალიან მომეწონა . კარგი ლექსია ❤️ მადლობა ❤️

 


№2 წევრი მწერალი ქალი

პოტენციური მწერალი
ძალიან მომეწონა . კარგი ლექსია ❤️ მადლობა ❤️

მადლობა შენ რომ მოგწონს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent