შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავჩუმდეთ მოდი...


6-01-2021, 22:10
ნანახია 774

გავჩუმდეთ მოდი,დუმილი იშვას,
არ გვინდა სიტყვა,არ გვინდა ბგერა...
ამ გულის ფეთქვას დავუგდოთ ყური,
შენს მხარზე ჩუმად დავიწყებ სმენას.

დაღლილი სული,ნატანჯი გული,
იშორებს ყველას,არ ითხოვს შველას...
ჩარაზა კარი,გააგდო ყველა...
გარშემო ბნელა,მხოლოდ მე მხედავს.

ვერ ხედავს ადგილს სამყაროს გასწვრივ,
ვერ ხედავს მიზეზს სჯეროდეს ხალხის,
თვალები ლურჯი სიყვარულს მაწვდის,
მხოლოდ მე დავრჩი,მხოლოდ მე არ ვღლი...

ჩემ გულზე ნაზად დამადე თავი,
შენც გესმის რა გვჭირს...შენც ხედავ რად ღირს...
სამყაროს შეშლილს ნუ მივცემთ ადგილს,
შენ მხოლოდ დარჩი,მე სუფრას გავშლი...

მუსიკა,ყავა...ვიცეკვოთ ახლა...
სურნელი ჩემი ჩაახშობს დაღლას...
ხომ მხედავ აქ ვარ,გიყურებ ნაზად...
მომკიდე ხელი ძალიან მაგრად.

დავლაშქროთ მთები,ავიდეთ მაღლა...
რომ დავიღლები ამიყვან ალბათ
და შენი სული ძვირფასი გახდა...
ეს მარტოობაც გაიქცა სადღაც.

ჩვენც დავისვენოთ,გავივლით ხვალაც,
მე მოგიმზადებ საყვარელ ყავას...
და სასუსნავით დავტბებით კვლავაც,
ამ სიყვარულით შორი გზით წავალთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რა ლამაზი ლექსია... ყოჩაღ, მზისფერო ქალბატონო :)

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
რა ლამაზი ლექსია... ყოჩაღ, მზისფერო ქალბატონო :)

მადლობა ლაზი:)

 


№3  offline მოდერი მა კო ma ko

ძალიან მომწონს ♡♡♡
--------------------
მ.ზ

 


№4  offline წევრი მწერალი ქალი

მა კო ma ko
ძალიან მომწონს ♡♡♡

დიდი მადლობა,მიხარია ძალიან❤️

 


№5  offline მოდერი მა კო ma ko

მწერალი ქალი
მა კო ma ko
ძალიან მომწონს ♡♡♡

დიდი მადლობა,მიხარია ძალიან❤️

♡♡♡
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent