მონსტრები
მელანქოლია როცა ბრუნდება, გაღიმებული ვუძღვები სახლში, შორი გზით სავალ მანძილებს გადის, ფინჯანი ყავა დახვდება აქაც... მე ჩემი ლანდი დამყვება ჩუმად, ასეთი უტყვი ან რატომ არის... ფიქრებით სავსე გონება დამღლის, ნეტავ შემეძლოს,რომ ვიყო ბავშვი. ბავშვი...ნატრული სითბოს და ალერსს, რომ გაიზრდება ძირს დახრის თვალებს, ტკივილი გასდევს ცხოვრებას ფონად... როგორ ცდილობენ გაქციონ მონად. მონსტრები!..ამაყად სერავენ ქუჩებს, მე დამწყვდეული საკუთარ თავში, ადამიანი რომელიც ამჩნევს... რთული ყოფილა ცოცხალი დარჩეს. სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე, რომ მექაჩება ორივე მხარე... საით წავიდე მე ვირჩევ ამდენს, მხოლოდ სიყვარულს ავიტან...თან მდევს... როგორ გავუძლო უძირო ღამეს, სევდა თუ მიპყრობს მახსენებს დარდებს, გახსნილ ჭრილობას რომ ვადებ სახვევს, კვლავაც იმედი ახორცებს...ან მე... მონსტრებით სავსე სამყარო დარჩა, ვიბრძვი სულისთვის...კინაღამ დალპა... მე და მონსტრები ვერ ვუგებთ ალბათ... ერთი მაგათიც...არ წავალ არსად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.