შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი სივრცე


4-07-2021, 01:45
ავტორი ჰაიკო
ნანახია 8 998

შენს სამყაროში ალბათ ყველა ზეცის ფერია..
და ალბათ ყველა ვერ შესწვდება ფიქრთა ნაკვალევს,
რითმებს მოგიძღვნი საოცარო,
როგორც ნახატს,
როგორც აკვარელს,
ხანაც მოჩხუბარს,
ენით მებრძოლს,
ხანაც საყვარელს..
განსხვავებულო -
აზრით,
სიტყვით,
საქმით და ფიქრით -
სასწაულს იქმნი
მახვილი ენით,
ჭკვიანი გენით,
შენი ფიქრების ფურცელზე დენით,
ტკივილით თუნდაც - თანაც რამდენით!
სიტყვებში აქსოვ სათქმელს აზრიანს,
და ამისთვისაც გიწოდებენ
ყინულს,
უცხოს,
მწერალს - ბრაზიანს.
ლურჯი ცივია -
ასე ფიქრობს ურჯული მოდგმა,
შიგნით ჩახედვა სჭირდება ლურჯსაც - არ იცის ზოგმა,
იდექი მყარად,
იბრწყინე მარად,
და დაამსხვრიე შავბნელი დოგმა!

პ.ს. დაბადების დღეს გილოცავ.
[H]



№1  offline ადმინი ელ პინი

მადლობა. . .
აქ ლურჯ გულს ვერ ვწერ, წითელი იყოს.
♥️

 


№2 სტუმარი Ana-maria

როგორი თბილი ფერი გახდა ლურჯი ფერი. ხოლო იუბილარისთვის კი ყველაზე თბილი დღე.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

რა ორიგინალური მილოცვა იყო.არაჩვეულებრივი ლექსია. ყოჩაღ ჰაიკოო. და ჩვენს ელპინს აქც ვულოცავ თავის დღეეს

 


№4  offline წევრი eremar

მეც ვულოცავ! იდეალური ლექსია heart_eyes

 


№5  offline წევრი ჰაიკო

ელ პინი
მადლობა. . .
აქ ლურჯ გულს ვერ ვწერ, წითელი იყოს.
♥️



♥️ [ლურჯად იგულისხმე]

Ana-maria
როგორი თბილი ფერი გახდა ლურჯი ფერი. ხოლო იუბილარისთვის კი ყველაზე თბილი დღე.


ჩემთვის ლურჯი ყველაზე თბილი ფერია ანა-მარია, თუმცა ბევრისთვის ასე არ არის.

Qeti qimucadze
რა ორიგინალური მილოცვა იყო.არაჩვეულებრივი ლექსია. ყოჩაღ ჰაიკოო. და ჩვენს ელპინს აქც ვულოცავ თავის დღეეს


ქეთი♥️ ყველგან მიულოცეთ სადაც შეძლებთ. სიტყვები უფასოა და ათბობს ადამიანს, ზოგადად.

eremar
მეც ვულოცავ! იდეალური ლექსია heart_eyes


ერემარ, რა უცნაური მეტსახელია.
მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
და ეს სამყარო ჩემთვის კოლბაა..
და ტკივილებიც -
ზოგი პატარა, ზოგიც - ზორბაა,
და სულსაც ვმიჯნავ შუშის თხელი, მყიფე კედლებით,
და დოგმებს ვლეწავ ლანძღვით, გინებით,
ხანაც ჩხუბით,
ხანაც - ვედრებით!

 


№6  offline წევრი ჰაიკო

მოგტყდეს ხელი ვინც მილოცვაზე დისლაიქი დაწერე:)))))
სხვა მხრივ სხვა ლექსებზე წერე რამდენიც გინდა.
--------------------
და ეს სამყარო ჩემთვის კოლბაა..
და ტკივილებიც -
ზოგი პატარა, ზოგიც - ზორბაა,
და სულსაც ვმიჯნავ შუშის თხელი, მყიფე კედლებით,
და დოგმებს ვლეწავ ლანძღვით, გინებით,
ხანაც ჩხუბით,
ხანაც - ვედრებით!

 


№7  offline ადმინი ელ პინი

ჰაიკო
მოგტყდეს ხელი ვინც მილოცვაზე დისლაიქი დაწერე:)))))
სხვა მხრივ სხვა ლექსებზე წერე რამდენიც გინდა.

გამეცინა, ახლა ვნახე ეს კომენტარი.
:))))

 


№8  offline წევრი ჰაიკო

ელ პინი
ჰაიკო
მოგტყდეს ხელი ვინც მილოცვაზე დისლაიქი დაწერე:)))))
სხვა მხრივ სხვა ლექსებზე წერე რამდენიც გინდა.

გამეცინა, ახლა ვნახე ეს კომენტარი.
:))))


ჰოო, ბებიაჩემივით კი დავიწყევლე და იმედია არ მიუვა:))
--------------------
და ეს სამყარო ჩემთვის კოლბაა..
და ტკივილებიც -
ზოგი პატარა, ზოგიც - ზორბაა,
და სულსაც ვმიჯნავ შუშის თხელი, მყიფე კედლებით,
და დოგმებს ვლეწავ ლანძღვით, გინებით,
ხანაც ჩხუბით,
ხანაც - ვედრებით!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent