შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავტყაოსანი (სრულად)


2-12-2021, 00:49
ავტორი Katerina.
ნანახია 14 367

" შავტყაოსანი"

დასაწყისი:

ესე ამბავი პროზისა, პოეზიად მაქვს ქცეული
მე კატერინამ გავწერე(აჰა, თავიც მაქვს ზღვეული)
არცა ვიქურდე, არცა რა, არც ლახვარი გულს ვხე-ული.
მაშ ასე, ჩვენო მკითხველნო თვალი მაპყარით გრძნეული.

ვიწყებ, ვამთავრებ მის თხრობას, დიდ შერიგების ძმობილი
ცივი ზამთრისა დამდეგის, მუზა ძლივს თან მყავს ხმობილი.
არც შოთას მტერი გეგონით, მის რითმა-სიტყვის მტრობილი.
არცა მოშურნე არა ვარ, პარვა ოდეს მაქვს გმობილი!

მის მკიხველებსა მოგვიწერს დადიან, გულსა მფრიალი,
მისმან კალამმან აწესა, ვის გვედებოდეს თვის ალი,
დაწერა ისტორია, როს ჩვენსავე გასაგმირალი,
ვარდი გააპის გამოჩნდეს მუნ ბროლი გამომჭვირვალი.


თავი 1

"გატაცება ქეთევანისა  და ასულის გადარჩენა ვინმე აფხაზავას მიერ"

იყო აფხაზეთს დემნა და არც თუ ისე სვიანი,
მაღალი, მტერთა მძლევარი, ლაშქარმრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი,
თუმც კუშტი მზერით, ცივი და არ მოუბარი წყლიანი.

სხვა არ უყვარდა დემნასა, მარტო დადიანთ ასული,
ჯიუტი, მოტაცებული, მერე საცოლედ დასმული.
დემნას მის გრძნობით წაუღის გული გონება და სული,
ჰო დიდად კი არ ემჩნევა-გრძნობით სავსე  აქვს მას გული.

აქვე ვიტყვი პეშვ სპოილერს- ნამეტანი გააწამა.
ჩუმ მიჯნურმა დემნას-ბიჭსა მომავალი გაუ-წამა.
ნესტანია სხვად გარდაქმნილ, ტარიელს რომ გულ-უწამა.
თუმც ვინ გაყოს მათი გზები? განაშორონ ერთუთს რამა?!

მისი სახელი ქეთევან-იცოდეთ! საცოდნარია!
როს გაიზარდა გაივსო, მზე მისგან საწუნარია,
მის სახლის კარსა მომდგარმა მტერმა როს ყოფა არია.
ბებიის სახლსა ნაშორი, მთებივით ნისლში გარია.

უბრძანა გამტაცებელმა:-ერთს გეტყვი საუბნაროსა,
აწი ცოლი ხარ ჩემია, ჩვენ ერთად დავწნავთ კალოსა.
ბედი უკუღმა მტრიალი, ავად უბრუნდა ქეთოსა.
მზე ჩაესვენა, იგი ჭვრეტს ცრემლით ცას უმთენაროსა.

კაც გარდასულ არს სიბერე სჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
რად უნდა ბებერი ქმარი?! ცხოვრება გასავლელია.
დღეს ხარობ, ხვალ ვერ იხარებ, სოფელი ასრე მქმნელია,
-არ დავნებდები, ვიბრძოლებ ვერვინ მაკაროს ხელია!

დარდობს ოჯახზე, ვინ იცის, მათთვის მზე შენაფლობია.
სასოწარკვეთას არ მიდის, გულს ვარდი არ დასჭკნობია,
ცრემლნი ღვარ ღვარა სდიოდეს, ფიქრი თავს ზედა ჰქმობია,
"იმედი ბოლოს მოკვდების" მცნება არ დასაგმობია.

გათენდეს დილა ტყვეობის, შიში გულს შინა ღვიოდეს,
ქვემოდან ესმა ხმაური, იმედით ცრემლი დიოდეს,
-ვაჰ, მამაჩემი მოვიდა-ფიქრობს თუმც ეჭვი ჰკიოდეს,
გაბედა, ფეხზე ადგა და თვის გარეთ გასვლას ჰკვირვოდეს

და რა იხილა ვაჟკაცი, შავ თვალ -წარბთ ეყოთ რუხობა,
მისი მშვენებით, სიმართით მთვარეს ცის ეკლო ჯერობა,
დემნას შაჰმართულ იარაღს რომელმან ჰკადროს მტერობა,
გახედა ქალს და ღიმილი იყო სარკაზმის მეტობა.

-ქალი გყავს განა?- იკითხა, მისი ხმა იყო ავისა,
-ცოლია ჩემი-მიუგო ბებერმა მტერმა თავისა,
-რად გინდა ცოლი-ეჭვშია დემნა ჰკვირვობდეს კაც-ისა.
სურს თქვას: წადი რა. არ სურს თქვას: ესე ამბავი ქალისა.

ვერ გაუბედა სიმართლე, ტყუილი დანაბადია,
ბებერმა თვალი დაჭყიტა, როს დემნას განაცხადია:
-რა გქვია? რა გვარისა ხარ? -შეკითხვა კითხვას დასდია,
რა ესმა სიმართლე დემნას, ჰფიქრობდეს ქმარი გადია?

მოსულნ წავიდნენ, ბებერი იტყოდეს სიტყვას გინებით
როს სცემა გოგო-რად ურჩობ!- არა გაჩერდა დიდებით,
ვედრებად დაღვრილ ასულსა, ცრემლ უსველებდა დინებით,
მორჩილ ვარ- სიტყვა დაუდო-ტანჯვა დასრულდა პირობით.

დილა მესამე გათენდა, სხეული ჰქონდა დაწყლულად,
კაბა მოირგო არ ერგო: სხეული გახდეს მალულად,
დღეს სტუმრობაა, შეიქმნის ქეთევან მეტ გულ-მოკლულად,
სუფრა გაიშალ ღრეობად, არის მომსვლელნი ნაკლულად.

უმალ მოიხმო თვის გვერდით, ცემითა შემამკობელმან,
სტუმარმა დემნამ გახედოს, ლოდინ თავს იქცეს ყოველმან.
მოემსახურის სუფრასა, ყვირილიც ჰკადრა მფლობელმან.
-ქალს ხელი!-ბრძანა ვაჟკაცმა, ყოველმან მისმან მპყრობელმან.

წასვლის წინ, სტუმარნ გადიან, ეზოში ატყდა ხმაური,
დედა შვილს ხელში არ იყვანს, ვინ ვისია სადაური,
შაჰმართეს იარაღები,  ეს წესია იქაური.
-ქართველს აფხაზეთს რა უნდა!- ბოსის ხმა არს მძვინვაური.
(მე: რა მწარე სიტყვებია)

სანამ მომწვნენ და გადმომწვდნენ,- მოდი გაპარვა მოვასწრო-
იფიქრა ქეთიმ, უკანა კარიდან გასვლა მოასწრო.
ჩუმად გაიქცა ძალით და ღონით არარა არს იწრო
-იქნებ მომდევდნენ-ფიქრობდეს-უნდა მდევარებს გავუსწრო.

თითქმის შებინდა, გოგონა შეუსვენებლად დადისა,
თუმცა მალულად მიეპარს, უცხო სხეული ვაჟისა,
ვერა გაიგო ქეთევან, ხელი ჩაავლეს მკლავისა,
მობრუნდა შიშით მკივანი,  შერჩა დემნა ხელთ თავისა.

დემნას მიჰყავს ქეთევანი ხელითა მის ძლიერითა,
გამოძახებულ მანქანით დაიძრნენ გზას ნათელითა,
იქ ტანსაცმელი უყიდოს, იქ გადაასწროს მტერითა,
სად გაიჭაჭოს, მან მეტი, ცა გაუთელოს ფეხითა?!

უკნიდან წამოწეული მანქანა მგზავრებს აფერხებს,
შიშითა გულის ძაგძაგი ცრემლების დენას აჩერებს,
საქმეთა გასარჩეველად გადასულ დემნას სად ეძებს,
დაჰკრა ფეხი და მოხია, ვით მოღალატე აკეთებს.

ასრულდა გულის წადილი, თავისუფლება ინება,
მანქანით გზებსა მიაპობს, მშობელთ ხმა ყურმა ინება,
თუმც სად წავიდეს, სად მიდის-სად მივა- აზრზე იქნება?
ან სად მოხიე შე ქალო, რამე ადგილს გაქვს მიგნება?

შეისვენა და მანქანა გზის ნაპირსა ჰყავს ნდობილი,
უეცრად კარი გაგლიჯეს, უცხოა კაცი ხმობილი.
გადმოათრია, ასულსა ხმა მუქარით აქვს კმობილი,
ჰა ესეც შენი დღის ბოლო! სად მიდიოდი დობილი?!

იმგზავრეს, მერე გაჩერდნენ, გადმოიყვანეს თვის ნების,
მიიყვანნ ბნელსა შენობას, იქ კაცნი ხუთნი იქნების,
ცალკე ჩვენს დემნას შეკრულსა, წყალ წურწურთ გაედინების,
დამშვიდდა ქეთი,-ჩემს გვერდით ერთი ცნობილი იქნების.

-ეს ქართველია?- ეცნო ხმა,  ბოსია დილის ჩხუბიდან.
შეაკანკალა, შეაკრთო. ყველა შეფარულ ყოფილან.
როს დაუპირეს შეხება, კაცს მოგინდება ჩხუბი ან
გხიონ სიფათში მუშტები! ქალია შეჩემყოვლისან!

ბოსმა ქალს გახდა უბრძანა, უშნო ქცევას დანერგვიდეს.
დემნას სკამზედ მიბმულ-გაბმულს, გულს სიბრაზე მოასხმიდეს,
ერთმა ა*ვარმა ისურვა გასულიყო ზღვარს და კიდეს.
ქეთი უმწეო ყოფაში ცრემლსა ცხარეს გადმოჰყრიდეს.

დემნა შეკრთა და სახეზე გა-შავ-ფითრ-წითელ-ყვითლებდა.
-ხელები! -გადაიგრგვინა, თუმც არვინ მოუსმინებდა.
ცრემლად იღვრება ქეთევან, მუქარა ფესვებს იდებდა,
უცებ ანგრიეს კარები. თქვით, თქვენგან მცველს ვინ იქებდა?!

გადაარჩინეს დემნა და დემნამ ქეთევან ასული,
გარეთ აყოლა დავითსა ქალი შიშისგან გასული,
აბა შენ იცი დემნიკო გაჟლიტე ისჩემწასული,
სისხლი ადინე მდინარედ, ეს რა იკადრა! ვახ გული!

ვერ ვიკავებ ხალხნო თავსა... ვიქმ ლანძღვასა ამა დარი.
რა ძალ ედვა იმ საცოდავს, რისთვის ჰქმობდა, რისთვის მკვდარი?!
დემნას ხელში ჩავარდა და მის საშველი არსით არი.
ანუ ეზღო მაგრად ბეგვა! ანუ მიწა მას სამარი!

თავი 2

"ქეთის თვის სახლსა შინა მიყვანა დემნას მიერ და კარგისმატირებელი გრძნობის შემოპარვის საიდუმლოება"

ვაგრძელებ ასე ამბავსა, შერიგება მაქვს თხრობილი,
დემნამ ყოფა რომ უტირა და ბოსის ყმა ჰყავს გმობილი,
გულმა იხარა: მიეგო მისაგებელი-მობილი!
და ახლა ჩვენი ქეთიკო დემნას სახლში ჰყავს ხმობილი.

მიძინებულს გაეღვიძა, რა იხილა უცხო სახლი,
მიაკითხა, მოიკითხა, მოუტანა კითხვის დახლი,
დემნას დაბან-დავარცხნილსა, შეუტია... ან რას ახლი!
-დამშვიდდი და დაივიწყე მოხმდარი და... სხვას ნუ მახლი!

დემნა გა-ცა-წყრა, შეუტევს, ქალიც არს მისგან მწყრომარე.
-მე ვერ გაგიშვებ, მოგკლავენ, ველია აქ საომარე!
შენი ქმრის მკვლელად იტყვიან შენა ხარ აქა მჯდომარე.
-ის ჩემი ქმარი არ იყო- ბრაზობს რა ქეთი მდგომარე.

კამათი გაწყდეს, დასრულდეს, დემნა სიბრაზის ჯარია.
შეკრთა ქეთევან გულს რეჩხი მიეცეს გულ-მდუღარია.
გადაწყდა პურის ჭამა და მოსვენება არს კვალია,
-წამოდი ვჭამოთ -თქვა დემნამ, სხვად არას მოუბარია.

ქეთი ფიქრობს: მოეწყინა ღმერთს აქამდი ჩემი შვება,
მიტომ მიყო სიმწარითა სიამისა დანაღვლება,
გამომხიზნა უცხო კაცთან, მისგან წასვლაც ვერ იქნება.
მაგრამ იცის, თუ რა იყო ღმერთის წადილი და ნება?

ერთ დღესაც მათი ცხოვრების, გარედან ისმა ხმაური,
იარაღითურთ გავიდა დემნა-დაზვეროს რა-ური,
წაასწრო ვიღაც შავოსანს არ იყო ის შინაური,
პირიდან სისხლი ადინა -ვინახარ ან სადაური?!

-პოვნა მიბრძანეს ქალისა-შეჰბედა დაღრეჯილობა,
ქეთის ურჩსა და ჯიუტსა სჭირს სახეს ფერ-შეცვლილობა.
მოკვლა განზრახვა არ სრულდეს, არ დააცალა გმირობა,
გააგდებინა იარაღ, დემნას უბედა ცილობა.

ეპა, დავაი მოვუსვათ. დემნა, ბომბად არ გადიყო!
ნაღმია შვილო სუფთა და რას უჩხიკინებ მე ვიყო,
გაშპა ქეთევან იქიდან, თავი აფარა, შინ იყო.
ბიჯო, მკვლელობა გამაზე?  და მხოლოდ ცემა რა იყო?!

-ახვეტე ბარგი, წავედით- გასცემდა კაცი ბრძანებას,
ქეთიმ უჯერა ამჯერად, დაჰყვა დემნას და მის ნებას,
ჰო, ბოლობოლო მისდევენ, გაექცნენ მათ გამჟღავნებას!
ხუმრობა ხომ აღარ არის ეცეკვო სიკვდილის მცნებას?!

დაადგნენ გზასა სავალსა, გზა კი შორია, ძნელია.
ქეთის დაღლილი ფიქრები, სულ ძილით გაუთელია.
მოულოდნელად ეტაკა რაღაც ცხვირ-პირში, ბნელია.
კინაღამ გაასრულინა რაც დარჩენილი წელია.

გააჩერეს მანაქანა და გადავიდნენ გზისა პირსა,
შაჰმართული იარაღი ამშვენებდათ უცხო პირსა,
ნაცნობ მოხუცს რა შეხედა, ცრემლთ ნიაღვარ მიაქვთ პირსა,
დემნამ მკლავი გადახვია, ესეც დამშვიდება ჭირსა.

-თქვი რაც სათქმელ გაქვს და წავალთ- დემნა კუშტი და წყნარია.
-ვინ გიშვებს?- ბოსის ხმა იყო შემაზარენი ავია.
გაჩაღდა სიტყვათ ჭიდილი, დემნამ სიმარჯვე გარია,
გაცხადდა ერთი ამბავი, ჩვენი გმირი ქართველია.

წამოვიდნენ, გზა აგრძელეს, ქეთის გულს რეჩხთ არ ყოფნა ნების.
აქ საიდან?- კითხვები აქვს, -ჩემგან მალვა რატომ გნების?
ბრაზი უდგას, ბობოქრობს და ცრემლთ აქვთ ნდომა დადინების,
-იმედი მოგეცემოდა-სახეს კვალ აქვს მწუხარების.

იმ წამს გაება ძაფები, რაღაც უხილავ ნდობისა,
გულ-მუცელ- შუბლ- ძარღვ ამშლელი გაღმაქვეყნიერ გრძნობისა,
დემნამ უამბო ამბავი, თვის დაზე, საგმირონისა.
დაძრა მანქანა, გაუდგნენ გზას საგრძელებსა წყობისა.

შებინდებისას მიადგნენ, სახლის გალავანს წყნარისა,
მცველთაგან გავსებულისას, კართან დამხვედრის ქალისა,
-ოჰ, მობრძანდაო-იტყოდეს დემნას და ნაწყინარისა,
-როდემდე იხეტიალდებ ქუჩის ძაღლივით ავისა?

აექავა ხელის გული, იკავებს ხელის ხლებასა,
დემნა დაჩაგრულ ბავშვივით ილტვოდეს დაცილებასა,
ჩაჯდა მანქანას გაიჭრა, მტვერი აჩუქა ხველასა,
ეს ჩვენი ქეთო ხან ერთს ჭვრეტს, ხან მეორისა წყენასა.

შევიდა სახლში, გაიცნო დემნას და, ანა ასული,
არ იყო გოგო აფთარი, ძმის გამო იყო  გასული,
მიეგებნ-მიეხბატკბილნეს გულს დაუყვავეს წარსული,
დაღამდა, სახლში არა ჩანს ეს აფხაზავა წასული.

მეორე დილით მოვიდა, ქეთის პარკები ათრია,
დასთან დაახშო სიტყვები, შერიგდნენ, წყენა ათრია,
დავითთან ქართულ სიტყვათ თქვა, ქალია ქეთი ნათრია
და ასე, შე-ხმა-ბაგ-ტკბილებლად ის ღამე გაანათრია.

მეორე დილით შეკითხვა, დავითის იყო, ქეთის ყრა:
- გიყვარს?- შაჰკითხა დემნაზე, მათ ლტოლვას თვალი მიუპყრა.
ვინ ვერ იხილოს ამ ორსა შორის გაჩენილ გრძნობის ყრა?
ქეთიმ-არა, რა თქმა უნდა-ტყუილებს ტყლუილთ მიუ- ყრა.

იგივე კითხვა ჩვენს დემნას უსვა დავითმა კითხვებით,
უარი ჰკადრა ვაჟკაცმა, თუმც გულ მძიმეა ფიქრებით,
ჩვენ როგორც ვიცით, არ ეტყვის თუ მის სულს რა აქვს ხინჯებით,
რაო დემნაკო, წამოგვცხა? რაო დემნაკო გავებით?

დავითი ქეთის შეჰპირდა, წამო დედაჩემს გაგაცნო,
ელარჯში იქნებ ყველივით დაგადნო, ანდა ჩადაგადნო.
მიიყვან ჩუმად ბინაში, იქ ქალი დახვდათ კი სათნო,
მაგრამ დივანზე იხილეს ირაკლი ზე სიმპატნმაჩნო.

იქ ყოფა კი დამძაბველი აურით არ დაუშვენდა,
ეს ირაკლი დავითის ძმა ამ აურას მოაფენდა,
სტუმრად იყო, ტელეფონში დემნას სიტყვას მოისმენდა:
წამოგიყვანო?- უარი ჰკადრა სირცხვილი იქმენდა.

დარჩა ის ღამე, შფოთვით და ვაი ვაგლახით გათენდა,
გარეთ აივანს დამდგარი ირაკლი ღამეს ათენდა,
მეორე დილით,  ბოტანკ ბაღშს შესვლის სურვილს აჩენდა,
გაიფრნენ, ქეთი ყველაფრის ფოტოს ფოტოში აჯენდა.

იმ დღით შეიტყო ქეთიმ, რომ მიდიან ვიღაცთ წვევაზე.
იქ დიდი ბოსი იქნება, მის შვილის წვეულებაზე
ვერც იქით იქნა საშველი, ვერც აქეთ დემნას მზერაზე,
დაჯდა და ჩუმად დაიწყო ჭამა ზედ ქვეშად ზვერაზე.

ღამით საწოლში მწოლარეს, დემნა შეუწვა გვერდისათ.
ჩუმ-ჩუმი ტრფობით დიდ გრძნობას ვერ თმობენ თავის ხელისათ.
ის ღამე იყო როს წყნარი, ვარსკვლავებს შვება ეღირსათ,
თქვენ სხვა არარა იფიქროთ! ადრეა თქვენჩემებისათ!

მოსახდენი მომხდარიყო სანამ ღამე წავა, გავა,
ურიგოს ვერ დავარქმევდით. თუმც ამბავი ბანძდეს, რავა?
მაგრამ ავტორს ასრე სურდა: არ გვივლინა ცეცხლი, ლავა.
განგებასა ვერვინ შეცვლის, მოვლენის წინ ვერვინ წავა!

მეორე დილით ოთხავე დაიძრნენ წვეულებისკენ,
გზაში მათ იმხიარულეს, დემნას თვალთ ეპყრა ქეთისკენ,
და რიწის ტბასთან აღსრულდა მცნება რაც გრძნობას ეღირსენ,
ბაგე ბაგეზე აკონეს, აკი " არ მიყვარს" არ თქვით თქვენ?!

გავოცდი, საღოლ თქვე ხალხნო, გულს გრძნობას რატომ იმალავთ,
აჰა, ჟრუილით სხეულის ერთუთის კოცნას იპარავთ,
მორჩით, იკმარეთ მტყლოშნავი!  ოკ, შეყეთ მარა, თავს  იცავთ?
ანა უყვირის-სადა ხართ?- უხ, სიტყვებს მწყვეტელთ და ამ ავთ!


თავი 3

"ბოსის თავგანწირვა და ახალი გვრიტები"

წვეულებაზე მისულნი იყვნენ ოთხეულ მავალი.
ზედ მიჰყვებოდათ სტუმართა თვალნი და მზერა მრავალი,
მასპინძელთ სიტყვათ მეძვირეთ არც სესხი ჰქონდათ, არც ვალი.
სტუმართ ძირითადთ ცეკვების მაგუგუნებელ სწვავთ ალი.

თრთოლვა ჰქონდეს ქეთის სხეულს, არც გააღო არა პირი,
დემნას მიერ ფრცქვნილ ბანანმა, ვერ უცვალა ვერა ნირი.
ალბათ მათ გულში ღვიოდა ცუდის ენით ლოდინთ ჭირი.
და არც შემცდარან, მოვარდნენ მტერნი! ვით ბნელისა ჭვირი.

სუფრის ცლილობას თან მოჰყვა მტერი ავი და შავია.
იარაღითურთ მოიჭრნენ ქეთის თავს ითხოვს ქუჯია.
თურმე ეს ქუჯი, იმ ვითომ ქმარის ძმა არის, კუშტია.
დემნა წინ მიდის, ებაზროს, ქეთი შორსა დგას მუნჯია.

თუ გაიგეთ ასავალი დასავალი ამ ქუჯ-ჭირსა
გფურჩქნეთ ხალხნო, გენაცვალეთ  გაგებაში არა ჭირსა.
რას მოგვდექი შე ოხერო! შენი ყოფით თავიც ჭირ-სა
ცალკე ავტორი აფრენს და ცალკე მე ვებმები ჭირსა.

ქუჯიმ, ბებერის ძმამან დემნას ასე მოახსენა:
-ამან ქალმან ჩემსა ძმასა დღე შემზარი გაუთენა,
ბედმა ვეღარ მხიარული ღვიძლი-სწორი ვერ მიჩვენა,
ამ ავსულმა, ამ ქარსძულვამ ჩვენ სიცოცხლე შეგვიჩვენა.

შენ არ მოხვედ, არ მითხარი მწუხარების სამძიმარი,
კარგი! მაგრამ დამიბრუნე, რძალი ჩემგან საძებნარი.
ნუ მაძალებ, ყოფა ვხადო ტყვიისაგან ასრე მჭკნარი...
-ქუჯი! წადი!-გრგვინავს დემნა სხვასა არას მოუბნარი.

ვერ წავიდა საქმე ისე, როგორც დემნას სურს, ეშუროს:
არც ქალს ატანს, რასა ჰქვია დემნა სატრფოს მოეშუროს!
გავარდა ტყვია ქეთისკენ, ბოსი კი მისკენ ეშუროს
და ოპა! ჩვენი მოხუცი, სულს ღაფავს, მაღლა ეშუროს.

არ გვინდა ლაზღანდარობა, არცა სიცილი ვირივით.
კაცი კვდება და მე აქეთ ვიცინი, განა ვტირი ვით,
დარბაზს ჰაერი გაჩერდა... შენელდა კადრი ნისლივით...
არა, რა კარგა გმირულად ეტირა ყოფა გრიზლივით!

ქეთის მუხლთ უდევს ამ მოხუცს თავი და ხშირად ისუნთქვის,
თეთრი პერანგი სისხლისგან სულ წამიერად იღუპვის.
-ბოდიში-ამოთქვა ბოსმა ქეთისთვის ჩურჩულთ იტყოდის.
ქეთი კი გა-ცარ-ნაცრისფრად სუნთქვაშეკრული იყოვნდის.

და შედგა ასე საქმენი, დიდისა საქმედ დებული,
დიდ შერიგება გადაწყდეს, ყოფა არს ცრემლთგან დებული.
კაცი აფხაზი ქეთისთვის არის ქვე თავ-დადებული.
ღმერთმან, რა წამი დაიდო-მომავალს იმედებული...

მაშ ასე, ბოსი მომკვდარა. წავიდა გაღმა, არს შფოთ-შფოთ.
ქეთის სასწრაფოდ აყენეს და გაარიდეს იქ მყოფოთ.
შოკშია ქალი ჯერ კიდევ, არცა დანარჩენთ იქ მყოფოთ
არა აკლდების, შოკისა ტალღები ღვარად იყოფოთ.

ბოსის დაკრძალვას ქეთ-ანა თან მიიახლა დემნამა,
უყურებს ქეთი, შეუღონს გული ქალთ ცრემლთა დენამა.
ვერც ვერაფერმა უშველა, ვერცა ბანანის ფრცქვენამა,
ძლივს დააბრუნეს "შინ" სახლში, წაიღო ძილმა, ნე-ნამა.

ვერ მიეცა მთლად ძილს ქალი, ცრემლი ღვარად დაედენის,
ძალთ უყინავს ყოფა მის გულს, ფიქრებს ვარდი არ ეფენის.
ომის ყოფას მისტიროდეს, ცხროვრებას რომ არ ეშვენის.
ადგა ქვემოთ ჩავიდა და დივანს მჯდარ ბიჭს თვალთ ეხვევნის.

-მოდი, რად მიმზერ შორიდან, -უთხრა წიგნთ ხელში დემნამა.
სულ მორიდებით მივიდა, ქალი დაღალა გვემამა.
კითხულობს წიგნს როს უგულოდ. მკითხველთ აქ გული გვენამააა?!!
ახლოს დაისვა თვის ქალი. იპყრო კურკურმა, ვნებამა...

-შენს გემოზე ნუ მეხები, მილიონჯერ უნდა გითხრა?
მაგრამ ქალი, ჩადნა დადნა, დემნას მკლავზე წამსვე მიდნა.
ამბორს არა დააჯერა, მხრებს დაუყვა მწველი პირთა.
-დაიძინე, მიიხუტა ქალი კაცმა მკერდს თავისა.

ეხლა მოიცა დემნიკო! რას მიქვია დაიძინე?
აქ ჩვენ ხალხნი ველოდებით, აბა ცეცხლი? რა იძინე?!
ამან კიდო მიიხუტა, ბარემ დივანს მიიძინე!
უკაცრავად, ავღშფოთდი და ნერვი ნერვზე გავკვინძინე.

დათქვეს ჟამის გასვლისასა ორმოცისა აღსრულდების
ესე დიდი განაჩენი: ქეთის სახლად გაუშვების.
თუმცა გული ჩვენს გვრიტებსა ვერა-ცადა უძგერდების,
ქეთი ორად გახლეჩილა, დემნაც უნდა, წასვლაც ნების.

არ შეგშვენით დაივიწყოთ ირა ზე-სიმპატინმაჩნო.
ხოდა მაგასთან  ჩვენს ქეთოს მოუვიდეს ბრაზის ალღო,
იმდენი ქნა, დაილია, გადაცალა ბრაზის წყარო,
ბოლოს მაინც მოახერხა დემნას მკლავებს სხეულ ახო.

გადის ჟამია, ქეთი და ანა სახლში თავს ირთობენ.
დემნა დაკავებულია, ძლივს ჭამს შინ და შორს იხმობენ.
ქეთის თვალნი იშვიათად დემნას თვალებს მზერად ყობენ.
ახლოსაა, მაგრამ მაინც მონატრებას ვერა თმობენ.

არცა წასვლაზე ეტყოდის, არცა სხვა ზედმეტ სიტყვასა.
არ სურს თავს ფიქრი  ახვიოს, საქმის სიბევრეც სტეხს ქვასა.
თუმცა ხომ არის მომენტნი, ვნების და გრძნობის მისვლა სა,
ჰოდა ეს ჩვენი ქეთი გრძნობს სიყვარულისას მისვლასა.

ერთსა დღესა სადილობნენ, დემნა ქეთის ეკითხების:
-რად მირბიხარ? მაგრამ ქალი არის შინა უარების.
თუმც როდესაც სიგარეტი სანამ ტუჩებს შეეხების,
ქეთი მიშპა და მივარდა დემნას ბაგეებს ეკვრების.

და აუსრულა წადილი ჩვენმა დემნიკომ... ასწორებს!
ჩუმ მონატრების ჩახშობას წყვილი კაი ხანს ანდომებს.
დახლზე შემოსვა და ბაგით მის სხეულს წამში ახურებს.
და უცებ ქეთი გაჩერდა... დემნააააა არ ჭრის! არ აბრუებს!
(მეტი მოინდომე ბიჭოოოო!)

-დემნა შენს თხოვნას ვასრულებ,-იყო მდღლოშნავი წყვეტილი.
-არ მეამბოროს არვინ მხარს-არის პირობა წყვეტილი
-არავის მისცემ უფლებას კოცნისას, ჩასაწყვეტილი!
თორემ დაგიტოვ! -კაცისა არს სიტყვა გადაწყვეტილი.

მეორე დილით ირაკლი ესტუმრა სახლსა შინაო
ელაპარაკა ჩვენს ქეთოს უხსნა გულს ლახვარ შინაო,
ნამძინარევმა ანამ კი ბიჭი ვერ შეაშინაო:
-ფეხები დაბლა ალაგე! ასე იქცევი შინაო?!

კინკლაობა -ირაკლის და ანას- კატა-თაგვსაც დაღლის,
ფილმის ყურებას კამათით  ქეთის  არცერთი არ აცლის.
მაგრამ მერე დაწყნარდენ და ფილმში კოცნის სცენა თავს  შლის
გოგო შეძლო ააწითლა. იკა მას მზერას არ აცლის.

ასე ამგვარად გაება მათ შორის ძაფი ტრფობისა,
წმინდაა მზერა ირაკლის რომ გააჩნია გრძნობისა.
ქეთის ეამა მათი ამგვარი ყოფა ყოფისა.
თუმც გაიფიქრა: მიგაკლავთ ორივეს დემნა მტრობისა.


თავი4

"დადიანის ასულის ჯერ შინ, მერე ისევ უკან, დემნასთან დაბრუნება...  მოკლედ, ქეთოს წინ და უკან პწროწიალი"


ანას სძინავს საძინებელს, იკა იყო თვის სახლს-შინა.
ქეთის დივნად მარტო მჯდარსა უსაქმობა მოეწყინა.
დემნას მოსვლა არის ჩუმი: ნაბიჯები მშვიდად დინა.
დაჯდა ქალის გვერდითა და მიჯნურს მზერა დააბრჯინა.

უხმო ქცევითა გოგონას ახსენა დილის ხანია,
-სამზარეულოს რაც მოხდა, გულის ვერ მოსაფხანია.
გაუწყრა ქეთო სილითა, დემნა სიცივის ხანია.
-ეს აღარ გაიმეორო-მცირე ბრაზს სითბო გზად სდნია.

ამას ჟამსა თავს არიდებს,  დემნასი სურს ნახვა არა.
ანა, დათო, ირაკლისგან მან რჩევები მიიყარა,
როს ერთ ღამეს ერთი სახლი ვით სტუმარმა მოიარა.
მასპინძელი გურამ იყო, ათრო დემნა -ღვინოს მხვდარა.

გაირკვა: იგი ქეთისას უსაფრხოდ წასვლას ნგარიშობს,
დემნა უამბის -მე მენდეთ-საქმის წახდენას არ შიშობს.
შინ ბრუნებისას, შემთვრალმა დემნა ამბორებს არ იშობს,
რა ხელსაყრელი მომენტი გამაზე ქეთი! კაც ძილს შობს.

"ორმოცის" გასვლის ჟამია, დღეები დღეებს ეფარა.
ახლოვდეს ქეთის წასვლაი, მამას შვილს თავი ეგვარა.
მასპინძელ გურამ იქმოდეს-ბედიას ქეთი აგვარა,
-თუ დაბრუნება გინდოდეს, იცოდე, როგორ, სად დგა-რა.

ქეთიმ და ანამ ალაგეს ბარგი-ბარხანა ნამზადი.
ცრემლები, წასვლის წინ გლოვა იყო ქალისთვის მზა-მზადი.
ოთხეულს ეღოთ წლის ფოტო, არ ჰქონდათ დიდი სამზადი.
წასვლის წინ ილორს ისურვა, ნეტავ თუ ვარო თავ-მზადი.

დემნამ ქეთი აიყვანა-ეკლესიას გაუვლია.
ასრე ქალსა მოახსენა გულთქმა რაც ფიქრს ჩაუვლია.
-უთხრა, მომწონს ერთი ქალი, მისი წასვლა ავად მლია.
-მოგიტევებ, ინანიებ?-ქეთის მის გულს მოუვლია.

მათ სიმწარე განშორების მეტად უფრო ეპარების.
ქეთის წასვლა ეძნელების, დემნას მის არშვება ნების.
თუმცა ყოფა გვაიძულებს ვერ ვსრულყოფოთ რაც გვსურს-გვნების,
დედანატირებ "საზღვარზე" ორივ მხარეს ცრემლი დენის...

ანა-დემნას მშობლები და ქეთის ოჯახთ ერთსა დგანან,
მეორესა თვის მხარესა მათ შვილები მათსავ გვანან.
განშორების ტკივილია საერთო და ყველას თანან.
მწველ ბაგენით ეამბორნეს... წყვილნი წამში "შორ-შორ"დგანან.

და მტკივნეულად აღსრულდეს, ეს განაჩენი ნამჩნევი.
ქეთის აღარ ჰყავს გვერდითა თვის სიყვარულის დამჩნევი.
ესე გასრულდეს ყოფისა ხუთი თვის ჟამი სამჩნევი.
ო, მონატრებავ ბედშავო, რატომ ხარ გულს ავს დამჩნევი.

ხუთი თვის შემდეგ თავის ძმას, ქეთევან მოჰყავს კვლავ ბებოს.
ასულს ახსენებს გარემო, ყოფათ გრძნობა არ თავდებოს.
მამამ ჩუმად იხმო გარეთ, საიდუმლო წილად ხვდებოს,
გაჰყვა ქალი ალბათ იგრძნო, ტანჯვა მისი გასრულდებოს.

მამას მიჰყავს ქეთევანი ხიდსა ენგურისას შინა.
შორიდანვე დაინახა ვაჟი, ვინც ხინჯად ჰყავს შინა.
მონატრებამ დაწვა ალით, შეახსენა თავ-გულს-შინა.
ვინ ყოფილხარ ძიაკაცო! რა კაცი ხარ. ცრემლთ თვალთ მდინა.

-მომენატრე!-დემნასაგან ნათქვამია სიტყვა თქმული.
მუხლთ ჩაკეცვა არ გავიგო! ქეთ, არწასვლა ხომ გაქვს გმული?!
ვაჟმა კვლავაც მოახსენა აღსარება, ძველად თქმული
-არს ერთ ქალი, ჯიუტი და ჩემს გულს დაღად ტვინდასხმული.

ასრე თენდეს ალიონი, ქეთი დემნას მკლავებს ხვევდეს.
ზღაპარ კეთილ შესრულდების, ავი მათგან არა რევდეს.
მოტაცებულ პირველადი, ახლა თავის ნებით რჩებდეს,
ალიონი მის დათმობას, როგორც დემნა, არ უშვებდეს!

დასასრული:

არ სრულდეს მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა!
გარდაიხდიან, გალევენ სოფელს, კვლავ მისსა ჟამისა.
ვისაც ჰგონია, დამთავრდნენ, ჰკითხეთ ავტორსა, მართლდისა?!
ვწერ ვინმე ერთი მელექსე, მე სამ-კაცისად დამისა.

ლექსთ ასრეთ წერით ვიმედებ, არ ვიქმ თავს ზედა ნებასა.
მკითხველთვის კითხვას ვიქმოდე, წერისა მოსწრაფებასა,
კითხვისას ჩემო მკითხველნო, თუ არ იქმთ დაზარებასა,
გეხუტეთ, ასრეთ ვგონებდე, შინა ხართ გაკვირვებასა.

ასრე ვლექსავ, კვლავაც ვიტყვი, ქეთ-დადიანისგან თქმულსა.
ამბავს "დიდი შერიგება" ეწოდების ოდეს რგულსა.
პირთ ვაება, თავს მოხვევა ტყუილების-მეტად მძულსა.
ესრეთ ჩვენი ისტორია ვერ წვრილდების ჩემგან თქმულსა.

შერიგების მსგავსი დარი არვის არ გაეგონების.
მე დამწერი, საქმის მქნელი შოთას ვერ შევეწონები,
არც რას ვითხოვ, არცა რასა, გულს სურვილ ვიქმ-ვემონების,
კარგად მყავდით მკითხველთ ყველა, გულს დარდი ნუ გვექონების.

კატერინა ჰელი



№1  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ვაიმეეეეე !!!! ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ღმერთო ჩემოოო. საოცრად გქონდა შეთავსებული შოთასეულ რითმებს. ყოჩაღ კატერინაააა. აუ რამდენი შრომაა ჩადებული. ძალიან მსუქანი მუზა გვწვევია შენნნნ. წარმატებებიიიი

 


№3 სტუმარი ელეანორი

ჯერ ერთი "დიდი შერიგება" ხომ ყელამდისაა და ახლა კიდევ მიძღვნილი :დდ.
პ.ს. ბოლომდე არ წამიკითხავს, ამიტომ შეფასებად ნუ მიიღებ.
პ.ს. სათაურის კავშირი ალთასაა, შინაარსი ბალთას.
"ვეფხისტყაოსანს" რომ დაფასება ჰქონდეს, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს.

 


№4  offline მოდერი Katerina.

ელეანორი
ჯერ ერთი "დიდი შერიგება" ხომ ყელამდისაა და ახლა კიდევ მიძღვნილი :დდ.
პ.ს. ბოლომდე არ წამიკითხავს, ამიტომ შეფასებად ნუ მიიღებ.
პ.ს. სათაურის კავშირი ალთასაა, შინაარსი ბალთას.
"ვეფხისტყაოსანს" რომ დაფასება ჰქონდეს, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს.


დემნას პერსონაჟის პირვანდელი სიშავე ალთასა და ბალთას ერთად შეკრებს,
ეს პოემა ცალკეული ხო არაა, ბევრი დეტალია ისტორიიდან გადმოტანილი რომელიც არ დამიკონკრეტებია.

შოთას რო ვაფასებ, ვგიჟდები და ვაღმერთებ, იმიტომ მოხდა ასეთი რამე...

Qeti qimucadze
ღმერთო ჩემოოო. საოცრად გქონდა შეთავსებული შოთასეულ რითმებს. ყოჩაღ კატერინაააა. აუ რამდენი შრომაა ჩადებული. ძალიან მსუქანი მუზა გვწვევია შენნნნ. წარმატებებიიიი

უღრმესი მადლობაა, შრომაზე კი რამოგახსენო, გავიწურე რასაც ქვია დდდდდ

მუზა ამას არ სჭირდება, უფრო მონდომება

დდ

 


№5 სტუმარი ელეანორი

ჰებე
ელეანორი
ჯერ ერთი "დიდი შერიგება" ხომ ყელამდისაა და ახლა კიდევ მიძღვნილი :დდ.
პ.ს. ბოლომდე არ წამიკითხავს, ამიტომ შეფასებად ნუ მიიღებ.
პ.ს. სათაურის კავშირი ალთასაა, შინაარსი ბალთას.
"ვეფხისტყაოსანს" რომ დაფასება ჰქონდეს, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს.


დემნას პერსონაჟის პირვანდელი სიშავე ალთასა და ბალთას ერთად შეკრებს,
ეს პოემა ცალკეული ხო არაა, ბევრი დეტალია ისტორიიდან გადმოტანილი რომელიც არ დამიკონკრეტებია.

შოთას რო ვაფასებ, ვგიჟდები და ვაღმერთებ, იმიტომ მოხდა ასეთი რამე...


სიმართლე გითხრა,გულით და სულით არ წამიკითხავს "დიდი შერიგება" ,ერთი სული მქონდა დამემთავრებინა. ვიცი, რომ რაღაცები გამოტოვე. ბოლომდე ვერ წავიკითხე-მეთქი,კი გითხარი.ისიც განვმარტე,რატომ. არაფერს მოვუხიბლივარ,არაფერს მოუნდომებია ჩემი გაჩერება,თუნდაც ზედმეტი 3 წამით.
არ გავგრძელდები იმ დიდ შერიგებაზე, რომ მდომოდა, კი ვეტყოდი სათქმელს.

მე შოთას მასხრად აგდებად აღვიქვი.არ მიყვარს,როცა თავისუფლებას... მოკლედ, აზრი არ აქვს ლაპარაკს, უკვე დაიწერა და უკვე მოიწონა მომწონებელმა :). აბა,ისე როგორ იქნებოდა. რაცაა,არის.

 


№6 სტუმარი მარიკუზა

მალადეც ბიძია შენ :)) მესმის ასე გიყვარდეს დიდი შოთა! რამდენი ვიხალისე შენ არიცი:დდდ ნიჭიერი რომ ხარ ეს ისედაც იცი <3 <3 ძალიან მაგარია!

 


№7 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

დიდი შერიგება ისედაც გვახსოვს მაგრამ კიდევ ერთხელ გაგვახსენე, თუმცა ამჯერად იუმორით გაჯერებული დემნას და ქეთის ისტორია.. ინტერესი და გაოცება ერთად გამოიწვიე, საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული ეს კი ვატყობ დიდი შერიგებისადმი სიყვარულის და აქტუალობის დამსახურებაა.. საინტერესო იყო..

 


№8  offline მოდერი Katerina.

მარიკუზა
მალადეც ბიძია შენ :)) მესმის ასე გიყვარდეს დიდი შოთა! რამდენი ვიხალისე შენ არიცი:დდდ ნიჭიერი რომ ხარ ეს ისედაც იცი <3 <3 ძალიან მაგარია!

გმადლოობ,,
დდდ
<3
მეც ხო უნდა დავაფასო საკუთარი თავი დდდ

სტუმარი Daldoni Daldoni
დიდი შერიგება ისედაც გვახსოვს მაგრამ კიდევ ერთხელ გაგვახსენე, თუმცა ამჯერად იუმორით გაჯერებული დემნას და ქეთის ისტორია.. ინტერესი და გაოცება ერთად გამოიწვიე, საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული ეს კი ვატყობ დიდი შერიგებისადმი სიყვარულის და აქტუალობის დამსახურებაა.. საინტერესო იყო..

მადლობა დიდი, მართალი ხარ<3

 


№9 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ერთი პეშვი სპოილერი, თუ შეიძლება :D
მოკლედ, კარგად ერთობი რა და მეც გავერთე :))
კაი იყო, სახალისო.
და სულაც არ მიმაჩნია რომ შოთას შეურაცხყოფაა ეს.არანაირად.
ყოჩაღ:)

გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა,
წერასა შენ გაწყვეტინებს დიდ ხათრი ოთხი რამისა:
1. მსახიობების დაღლასა , 2. ხათრი ლობიოს ჯამისა,
3. შენ უქონლობა ფურცლისა, 4. და გათავება კალმისა
❤️

 


№10  offline მოდერი Katerina.

სტუმარი ჰაიკო
ერთი პეშვი სპოილერი, თუ შეიძლება :D
მოკლედ, კარგად ერთობი რა და მეც გავერთე :))
კაი იყო, სახალისო.
და სულაც არ მიმაჩნია რომ შოთას შეურაცხყოფაა ეს.არანაირად.
ყოჩაღ:)

გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა,
წერასა შენ გაწყვეტინებს დიდ ხათრი ოთხი რამისა:
1. მსახიობების დაღლასა , 2. ხათრი ლობიოს ჯამისა,
3. შენ უქონლობა ფურცლისა, 4. და გათავება კალმისა
❤️

აუ მადლობა :დდ
მიხარიარომ ასე მოგეწონა, მართალია, მსახიობებიც დავღალე, ლობიოზე ვგიჟდები და ფურცელ კალამი ჩემი წერის სურვილია.
(თორემ ფურცელზე არვწერ დდდდ)
<3

 


№11 სტუმარი სტუმარი მაკრინე

ერთი თუ ორი კუპლეტი მეც კი მოვჯღაპნე ახალშეყვარებულობის ჟამს, მაგრამ დავხიე და დავწვი :(;(

 


№12 სტუმარი სტუმარი ანანო

მე და ჩემმა ორმა მეგობარმა წავიკითხეთ, ,,დიდი შერიგება" ხო იყო რაღაც სასწაული და ამ ,,შავტყაოსანმა" იუმორით დაგვანახა, რაზეც ცრემლები ვღვარეთ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი ადამიანის სახელით ვწერ, რომ ძალიან, ძალიან მოგვეწონა და უნდა წერო, სულ უნდა წერო <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენე

❤❤❤❤❤❤ ძალიან კარგია

 


№14  offline წევრი კი პრი

უუუუიძალიანმაგრესიააააა

 


№15  offline მოდერი sabah alkhyr

გასრულდა ესე ამბავი, არ ვისგან დასაწუნია
დემნას ვაქებდეთ, ქეთისთვის სულთ მიცემისა სრულიად,
ვის გრძლად მოსწონდეს, ვის მოკლედ, პოემა ჰებეს წულია
მიდი მიაწექ ქალაუ, რუსთაველს შენი შურია :დდდ
პ.ს შოთა მეც მიყვარს, სოოუ შეურაცხყოფა ნამდვილად არაა <3 <3 <3
ტვინიკოსა რომ ხარ, ეგ უკვე გითხარი? <3 <3

 


№16  offline მოდერი Katerina.

სტუმარი ანანო
მე და ჩემმა ორმა მეგობარმა წავიკითხეთ, ,,დიდი შერიგება" ხო იყო რაღაც სასწაული და ამ ,,შავტყაოსანმა" იუმორით დაგვანახა, რაზეც ცრემლები ვღვარეთ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი ადამიანის სახელით ვწერ, რომ ძალიან, ძალიან მოგვეწონა და უნდა წერო, სულ უნდა წერო <3

ძაან დიდი მადლობა, არიცით რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს<3

სტუმარი მაკრინე
ერთი თუ ორი კუპლეტი მეც კი მოვჯღაპნე ახალშეყვარებულობის ჟამს, მაგრამ დავხიე და დავწვი :(;(

ახლადშეყვარებულობა მაგარია, მუზები იცის ბევრი დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent