შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველე ღმერთო!


20-03-2022, 19:27
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 491

უკვე დაღლილი....
ვერ გათენებულ ღამეებს გლოვობ,
ლოცულობ, ღმერთო შემინდეო ცოდვები ჩემი,
ამღვრეულ თვალებს ცისკენ აბყრობ და ამბობ ამინ.
მიშველე ღმერთო! ჩემო ძალავ,
ჩამჭიდე ხელი.
დაფლეთილ მხრებზე
დრომოჭმული დღეები გიდევს,
მაჯებში სისხლი თავპირს იმტვრევს
და სკდება შენი ყველა ძარღვი,
გცვივა ცრემლები...
შეგზიზღდა უკვე ყველაფერი,
შენს თავში რჩები.

უკვე დაღლილი...
მერამდენე ღამეს ათენებ,
და არ გადარდებს გამთენიის ექვსის დაწყება,
მხრებში მოხრილი ფანჯრების წინ უძრავად დგახარ,
უყურებ ფოთლებს როგორ წყდება ნეკერჩხლის ხიდან.
შენ გცვივა დარდი...
ტკივილები,
შიშები,
განცდა...
განცდა, რომ ამ ლექსს წაკითხვავისას გადახევს ყველა.

უკვე დაღლილი ხარ...
შენი ტკივილი ისევ შენ გრჩება.
ლოცულობ, ღმერთო, მაპატიე
მითხარი რა ვქნა?
ვედრებით ამბობ ყველა სიტყვას,
შენდობას ითხოვ ცოდვებისას,
ცრემლები გცვივა,
და გცვივა დარდი...
ლოცულობ, ღმერთო შემინდეო ცოდვები ჩემი,
ხელებაპყრობილს თვალები გაქვს დახრილი დაბლა,
მიშველე ღმერთო! ჩემო ძალავ
ჩამჭიდე ხელი.

***
და სულ გახსოვდეს ლოცვის ბოლოს წარმოთქვი ამინ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent