შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო ძვირფასო…


27-09-2025, 20:17
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 381

შენს ლამაზ თვალებს დარდი, რატომ შემოპარვიათ?! ჩემო ძვირფასო, სიყმაწვილე ახლა იწყება.
ატმის სეზონი მიილია და გიჟი მარტიც.
ჯერ კვლავ ადრეა, დარდების და ნაოჭების დრო არ დამდგარა.

ჩემო ძვირფასო, ზღვა ღელავს და ჩემი გულიც რიტმულად ჰყვება მის გულისცემას.
ის სეზონია, სიგიჟეებს ბოლო რომ არა აქვს.
გა-ზაფხულია, შენი დროა ღიმილის და ლაღი ცხოვრების.
ჩემო ძვირფასო, ჯერ ყველაფერი წინ არის და გვირილებიც შენ გიღიმიან.
დარდების დრო შენ ჯერ არა გაქვს.

ცის კამარაზე თოლიების გუნდი დაფრინავს და გახსენდება, რომ თუ წავლენ, ისევ შენთან დაბრუნდებიან.
მოვლენ და ისევ ჩემთან ახლოს ჩამოსხდებიან.
მზე კი ჰორიზონტს რომ ჩაცდება,
ზღვა რომ ჩაყლაპავს,
შენს ლოდინში დამათენდება და ვინ რა იცის, მერამდენე ღამე ან დილა მითენდება,
როცა არ ვიცი, რომელი გზით ან რომელ აისს დაბრუნდები.
შენ გელოდები, ზღვის ნაპირთან, ჯიუტი ბავშვი.

ჩემო ძვირფასო, როცა მოხვალ,
მე გავიხსენებ შენს ლამაზ თვალებს,
შენს ძლიერ მკლავებს და გამოხედვას, იმ უკანასკნელს.
ყველაზე უფრო რომ მეტკინა,
ყველაზე უფრო რომ დამრჩა გულში.
მე გაგიხსენებ და ჩაგეკვრები,
ჩემო ძვირფასო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent