შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობა მანახეთ


7-11-2014, 16:50
ავტორი dikunia
ნანახია 3 168

ბავშვობა მანახეთ

ბავშვობა მანახეთ

მომბეზრდა დიდობა,დამღალა ფიქრებმა,
აქ ცისფერ ოცნებას შავ-თეთრი წამიშლის,
გამიშვით,ბავშვობას ჩავხედო თვალებში,
წარსულში გამიშვით!..

გამიშვით,შიშველი ფეხები შევაჭრა
ეკალ-ბარდს,მუხლებზე ბალახი ვიფინო,
გამიშვით,არ ვჩივი ელვას და ქარიშხალს,
​ გამიშვით,წვიმაში სიცილით ვირბინო.

გამიშვით,ვისუნთქო ნარბენი ფილტვებით,
მაწვიეთ ვარდისფერ ბავშვობის სანახებს,
კართან ჩამოვურბენ ისევ გოგო-ბიჭებს,-
ყველა ისევ ბავშვად მანახეთ!..

გამიშვით,ოცნებებს შევასხა ფრთები და
ქარში თავაწყვეტას ნურავინ დამიშლით,
ვეღარ შემაშინებს სულელი ჭოტი და
ციცინათელების საძებრად გამიშვით.

შევხვდე გათენებას მამლების ყივილით,
მზის სხივი მაჩვენეთ ცვარდაყრილ ბალახზე;
სადღაც დაკარგული,წლებში ჩაკარგული,
ზმანებად ქცეული ბავშვობა მანახეთ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.