შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარშიც გხედავ


5-12-2014, 13:11
ავტორი teonateo
ნანახია 2 089

სიზმარშიც გხედავ

სიზმასშიც გხედავ ისე მიყვარხარ
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსებიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი qeti

Mqgariaaaaaa

 


№2 სტუმარი Guest xati

ყველაფერია ამ ლექსში

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.