შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საახალწლო ნატვრა


11-01-2015, 19:06
ავტორი k1rk1ta
ნანახია 2 898

საახალწლო ნატვრა

ნეტავ ახალ წელს მაჩვენა
ზეციდან ფიფქი ცვიოდეს,
ჩვენი ონკანის მილიდან
ხვანჭკარის წვენი დიოდეს...

ის ჩვენი თეთრი გოჭები
შამფურზე იბრაწებოდეს,
თაფლში ჩაყრილი ნიგოზი
ნუგბარად იწელებოდეს.

ეზოს დედლების კვერცხები
ხაჭაპურს ეგლისებოდეს,
ჩვენი ბეკეკას მწვადები
ნაკვერჩხლებს ეფიცხებოდეს.

ჩემს მურიას და მეგობრებს
გაშლილ სუფრასთან ვხვდებოდე,
ჩემი მოხუცი ბებია
ფეხზე თავისით დგებოდეს!

გულში ნათქვამი ლექსები
სხვის გასაგონი ხდებოდეს,
ჩემი ძლიერი მამიკო
ყანწითაც ვერა თვრებოდეს.

თოვლის ბაბუამ დაგვლოცოს,
ახლის სიკეთით გვხვდებოდეს,
სულ ყველამ დიდხანს იცოცხლოს,
არავინ აღარ კვდებოდეს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.