შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმების სეზონი იწყება,ძვირფასო ! !


5-02-2015, 22:40
ავტორი მაკო
ნანახია 2 772

წვიმების სეზონი იწყება,ძვირფასო ,
სეზონი-ბუხრების,ჩაის და პლედების..
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები-დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი ,ლიმონით,პიტნით ან ჟასმინით..
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები,ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება,ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე,რა მუქად, რა მალე ღამდება...
დადუმდნენ ქუჩები,პარკები,ეზონი...
იწყება ბუხრების,ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent