4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > ფანქრებივით გამომელევი

ფანქრებივით გამომელევი


23-07-2017, 15:13. ავტორი: bla.ell დღეს ეს ღრუბლები
უსაშცელოდ ნაცრის'ფერია...
ცის თვალებიდან მოგორავენ
მძიმე ცრემლები,
აქ საფიქრალი თითქოს უკვე
გამომელია,
მეც უსაშველო ღრუბლის
წვეთებს გამოვერევი...

ვუყურებ კედლებს...იმის იქით
არაფერია,
ილუზიაა ჩემს გარშემო
გადამეტებით...
სიმარტოვეა ან სიკვდილის
განაჩენია...
შენ მიდიხარ და ფანქრებივით
გამომელევი.

გული უბრალოდ აღარ ფეთქავს...
გადამერია.
ძველ სკამზე ვზივარ
ძონძებივით გადაფენილი,
ნუთუ ეს სული,ეს სხეული
მართლა ჩემია...
მძულს ყველაფერი
როცა გრძნობას ვეღარ ვერევი.

ცა ჩამოიქცა...ახლა უკვე ჩემი
ჯერია,
და მსგავსად მეც მაქვს
სატირალი...გასათე'ველი...
მზის სილამაზე წვიმის შემდეგ
გამომწვევია,
გამოუწვეველ ჩემს ხელებს თუ
შეაბერდები...скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება