4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > ვზივარ შეშლილი!

ვზივარ შეშლილი!


20-01-2018, 12:01. ავტორი: bla.ell სულში აღწევენ ლექსები და სხეულზე მაყრის,
ვასხამ ფურცელზე ლექსის გროვას,საკმაოდ ვავსებ.
ზოგი პოეტი დატოვებდა უაზროდ დაყრილს,
"ჭიქას ნახევრად შეუვსებელს
თავისთვის სავსეს."

ვხედავ სიტყვების კორიანტელს,
რითმებით მოსულს,
დაღვრილ მელანზეც აშენებენ ბგერები სახლებს,
ღვინის ჭიქიდან წყალს ვინც დალევს გამოდის ლოთი,
ძველებს ვივიწყებ,შემდგომში
კი ვიხსენებ ახლებს.

მიმუქებს თვალებს სხვის თვალებში ჩამქრალი ლამპა,
გიზგიზებს ცეცხლი სხეულში და ვერავინ აქრობს,
დაფერფლილია ყველაფერი
რაც დარჩა დალპა,
ვაშენებ კოშკებს ოცნებისას,
მუზებთან ახლოს.

ვჩუმდები ისე...აღარ მესმის
დაცემაც ფოთლის.
თუ მცხელა ქარი,თუ შემცივდა
მზის სხივი მათბობს,
ვზივარ შეშლილი,ყველა მიდის,
არავინ მოდის,
სხვაგან რა ხდება ის არ ვიცი,
აქ მე ვარ მარტო.скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება