შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ის რაც არ იყო..." (ნოველის მეოთხე ნაწილი)


23-09-2015, 11:45
ავტორი Nanikoooooooo
ნანახია 3 207

ზეზვამ სახლის კარები შეაღო და ოთახში ფეხაკრეფით, შეუმჩნევლად შევიდა. ძია კაცი ნოდარ შამანაური ტელევიზორს უყურებდა და ახალ ინფორმაციებს ეცნობოდა საინფორმაციო გამოშვების საშუალებით. ზეზვას მამიდა, მაღალი და ახოვანი ქალბატონი ნინო კი ჩვეულებისამებრ სამზარეულოში ფუსფუსებდა. ცოლ-ქმარს არც კი გაუგია თუ როგორ შეიპარა ზეზვა თავის ოთახში. მან ზურგჩანთა საწოლის გვერდით დადო, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ელექტროდასატენ მოწყობილობას შეუერთა. კედები მოიძრო ფეხიდან, წინდებიც მას მიაყოლა და სახლისთვის განკუთვნილი ლამაზ ოთახის ფლოსტებში ჩაყო ფეხი.
-როგორი დღე გქონდათ ნოდარი ძია? -უთხრა ზეზვამ სახლის მისაღებ ოთახში მყოფ ნათესავს
-კარგად ზეზვა ჩემო კარგო. თავადაც ხომ გალიე დღე სასიამოვნოდ?
-დიახ. დილით სოფლიდან ჩამოვედი თუ არა გიოსთან გავედი, დაბადების დღე ჰქონდა. ცოტა წავუქეიფეთ და ყველაზე ადრე მე წამოვედი- უპასუხა ნოდარს ზეზვამ.
მათ საუბარში ოთახში ნინოც გამოჩნდა
-როგორ ხარ მამიდა? მომენატრე შე საძაგელო -უთხრა ნინომ ზეზვას და თმები გადაუჩეჩა. შემდეგ კი ძმიშვილი და მეუღლე სამზარეულოში ჩაის დასალევად დაპატიჟა.
-მე არაფერი მინდა მამიდა, მაძღარი ვარ.
-კი მაგრამ რა ჭამე ასეთი, რომ ჩაის დამატება არ შეგიძლია? -ღიმილნარევად კითხა ძმიშვილს მამიდამ. ზეზვამ საპასუხოდ მას მხოლოდ გაუღიმა და ისევ საკუთარი ოთახისკენ იწყო სვლა. მანამდე კი მამიდას დაუბარა
-ნინო მამიდა, მე შხაპს მივიღებ და შემდეგ ჩავწვები. დავიღალე და დავისვენებ, თან დაძინებამდე წიგნს წავიკითხავ
ნინო ზეზვას თავის ქნევით დაეთანხმა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
რამოდენიმე წუთში ზეზვა კონტრასტულ შხაპს იღებდა. თან ფიქრობდა იმაზე, რაც დღეს ანასთან მოხდა. ფიქრებში გართულს ბრაზიანად აღმოხდა
-როსკიპი ქალი! მთელი არსებით მძულს!
ახალგაზრდა მამაკაცი აბაზანიდან მალევე გამოვიდა. კარადიდან ანას ნაჩუქარი Versache-ს ტრუსი გამოიტანა და ჩაიცვა.
-ესეც ასე - თავისთვის ჩაიბუტბუტა ბიჭმა და საწოლზე გაიშხლართა. უნდოდა წიგნი წაეკითხა, თუმცა არჩევანი მაინც ტელეფონზე გააკეთა. ფეისბუკზე შევიდა. ზეზვასთვის უცნობი ლამაზი გოგონა მეგობრობაზე თანხმობას ითხოვდა. ზეზვას თანხმობაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა უცნობ გოგონას ჩატში კითხვის ნიშანი მიწერა.
- ?
-რამოდენიმე წუთში ჩატში პასუხმაც არ დააყოვნა
- თუ წინააღმდეგი არ ხართ გავიცნოთ ერთმანეთი. ვიცი, რომ საინტერესო ადამიანი და ნიჭიერი პოეტი ხართ
-ვინ გითხრათ რომ პოეტი ვარ?
-თქვენი ლექსები ვნახე ერთ-ერთ გვერდზე და ძალიან მომეწონა.
-სასიამოვნოა, მაგრამ მე ჩემს თავს პოეტს ვერ ვუწოდებ. უბრალოდ ლექსებს ვწერ და ეს ჩემი ჰობია. არც პოეზიის საღამოებს ვმართავ და არც კრებულებს გამოვცემ პანტა- პუნტით -დაწერა ზეზვამ ჩატში და თან გაღიმების სმაილი მიახატა.
ასეთი სახის საუბრები თითქმის შუაღამემდე გაგრძელდა. ზეზვა თავიდანვე არ აპირებდა ფეისბუკში ვინმესთან საუბრის გაბმას, მით უმეტეს უცხოსთან, თუმცა ახალი მეგობრის გამოჩენამ საკმაოზე მეტადაც დააინტერესა. საბოლოოდ კი მიიღო გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ახალი მეგობარი დაემატებინა ე.წ „ფრენდლისტში“
-მარიკო, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. იმედია მომავალში უფრო მეტად გავუგებთ ერთმანეთს და კარგი მეგობრებიც გავხდებით.
-მეც ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო შენთან დაახლოება - მიწერა ახალგაზრდა გოგონამ ბიჭს და ტკბილი ძილი უსურვა.
მას შემდეგ დაახლოებით თვეზე მეტი გავიდა...ზეზვას და მარიკოს ურთიერთობა დღითიდღე საინტერესო ხდებოდა. მათი ყოველდღიური ურთიერთობა მეგობრულს გასცდა. ზეზვამ მარიკოს გამოუცხადა, რომ ის მასზე შეყვარებული იყო. თავისთავად გოგოსაც არ დაუმალავს საკუთარი გრძნობების შესახებ... მაგრამ მოხდა ისე, რომ მარიკომ ყველაფერი გაიგო ზეზვას წარსულ ურთიერთობებზეც. იმ ურთიერთობებზე. ამან შეყვარებული წყვილის ურთიერთობაზე ბზარი გააჩინა. ზეზვა იძულებული გახდა ეს ურთიერთობა გადაერჩინა და მარიკოსთვის ყველაფერი დეტალებში აეხსნა.
-ძალიან შემაყვარე თავი და ამიტომაც მინდა ვაღიარო ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ამ დღემდე ხდებოდა. ყველას ეგონა, რომ მე შეყვარებული მამაკაცი ვიყავი და მიყვარდა ქალი, რომელიც ჩემზე ბევრად უფროსი იყო. თავიდან მართალია, მის მახეში გავები და მჯეროდა, რომ ის გულწრფელ გრძნობებს მინაწილებდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ სიყალბეში მქონდა ფეხი ჩაყოფილი. ქალი რომელთანაც სულ რამოდენიმე თვე მქონდა ურთიერთობა არასოდე ყოფილა ჩემი საყვარელი ქალი. მის მიმართ მხოლოდ ლტოლვას განვიცდიდი. ვაღიარებ, რომ ჭკუიდან მშლიდა მისი სხეული, ქცევის მანერები, რომელიც მიწვევდა და აღმაგზნებდა, თუმცა მასთან შეხვედრისა და ვნების დაცლის შემდეგ ეს ყველაფერი მიქრებოდა. ვგრძნობდი, რომ მალევე დამთავრდებოდა ასეთი ურთიერთობაც და ერთ დღეს მასთან სექსიც მომბეზრდებოდა. ეს დღეც დადგა. ის მე ჭირივით მძულს. ის ქალი წარსულიდან ჩემთვის აღარ არსებობს და შეგიძლია ამ მხრივ მშვიდად იყო.
ახალგაზრდა გოგონა მიუხედავად შეყვარებული ბიჭის დამაჯერებელი ტონალობისა, მაინც არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მათ ურთიერთობას ვინმე მსხვრევით არ დაემუქრებოდა. სულგანაბული იჯდა სწორედ იმ სკამზე, სადაც ადრე პარკში ზეზვა და ანა, თუმცა მათ ახლა სულ სხვა რამ, უფრო წრფელი და სუფთა გრძნობები აკავშირებდათ. ქალთა გულის მპყრობელს და სოციალურ ქსელებში ცნობილ მაჩოდ ცნობილ ზეზვას არც ერთხელ არ უცდია მის წინ მჯდომი ციცქნა, ოდნავ ფერმკრთალი და ლამაზსახიანი გოგოსთვის სხვა თვალით შეეხედა. ის მის დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში ისევ დიდი მონდომებით ცდილობდა.
-ნუ დაგვაშორებს ის, რაც არ იყო... იყო სექსი და თავდავიწყება, იყო უდიდესი ლტოლვა და ამას არც ვმალავ, მაგრამ არ ყოფილა ყველაზე მთავარი, რაც ადამიანებს სამუდამოდ აკავშირებს...ის რაც არასოდეს ყოფილა...ეს სიყვარულია...
ამის გაგონებაზე თითქოს გარდასახვა მოხდაო ახალგაზრდა გოგოს ცხოვრებაში. საუბრისას ოდნავ დახრილი თავი აწია. ბიჭს თვალებში ჩახედა და მისგან წარმოთქმული სიტყვები უკვე თვალებიდანაც ამოიკითხა. შემდეგ თითქოს დაფიქრაო, თუჩებს აცმაცუნებდა, რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ვერ გადაეწყვიტა ეს ეთქვა თუ არა. ბოლოს ისევ ზეზვას ჩახედა თვალებში და ოდნავ ცრემლმორეულმა ჩუმად და მორცხვად უთხრა
-იცი, მიყვარხარ...
-მეც მიყვარხარ მარი და ამას გულწრფელად ვამბობ. ნუ მიყურებ მხოლოდ ერთი კუთხით, როგორც გამოუსწორებელ მექალთანეს. ყველა მამაკაცს აქვს ქალთან ლტოლვის უდიდესი ჟინი და მათ შორის მეც, მაგრამ საამისოდ ჩვენ, მამაკაცები ვირჩევთ შესაბამის ქალებს. ქალებს, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არასოდეს გვაქვს, უბრალოდ ვთამაშობთ სიამოვნების შესანარჩუნებლად.
-და რა გარანტია მაქვს მე, რომ ჩემთანაც არ თამაშობ? არ მინდა მეც გავხდე იმ ქალთაგან ერთ-ერთი მსხვერპლი და ეს მთელი ცხოვრება ვინანო.
-მე შენთან არასოდეს ვითამაშებ, რადგანაც შენ არ მიეკუთვნები იმ კატეგორიის ქალებს. მე შენ მთელი არსებით შეგიყვარე. ასე მხოლოდ ერთხელ მიყვარდა, როდესაც სკოლაში ვიყავი. ის მორჩა. ამის მერე მე ქალი სერიოზულად არ შემიყვარებია.
ასეთ საუბრებში დღეც მიიწურა. ზეზვამ მარიკო სახლში გააცილა და ტაქსის ფული თავად გადაიხადა. ამის შემდეგ კი თავადაც აუყვა მეტროსკენ მიმავალ გზას. ის კარგა ხანს გარეთ იდგა, მეტროში არც შესულა. იდგა და თითქოს ფიქრობდა...ფიქრობდა მარიკოზე
-არა, ის სულ სხვა ადამიანია და არაფრით არ გავს იმ ქალებს, რომლებიც მანამდე ყოფილან ჩემს ცხოვრებაში...
ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც მას მხარზე ვიღაცამ ხელი დაადო. ზეზვა ფიქრებიდან გამოერკვა და უკან მიიხედა. მის წინ მისი საუკეთესო მეგობარი გიო იდგა.
-ვაა შეჩემ სად იყავი? - გაუხარდა ზეზვას გიოს მოულოდნელი გამოჩენა.
-მეე? მე სულ აქ ვარ. უბრალოდ შენ არ გახსოვს მეგობრები. ან მეგობრები რათ გინდა. ქალებზე ხარ გადართული -ჩაიხარხარა გიომ და ზეზვას ისევ მხარზე დაადო მარჯვენა ხელი.
-არა, ქალებს საბოლოო ანგარიშები გავუსწორე - განაგრძო ზეზვამ და მეგობარს ეშმაკურად თვალი ჩაუკრა.
-ეეჰ მაგის რატომღაც აღარ მჯერა. შენ რომ ქალებს შეეშვი, ეს უკვე ზღაპარს გავს
-არა ბიჭო, მართლა მომბეზრდა ეს „აზაბოჩენნი“ ქალები და მათი სცენები კიდევ რა. მგონი ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. თუმცა ამაზე მოდი მოგვიანებით. საით გაგიწევია ძმაო?
-მე სახლში მივდივარ. წამო ჩემთან მარტო ვარ ამაღამ და ვისაუბროთ ავზეც და კარგზეც.
-კარგი, წამო წავიდეთ - უცებ დაეთანხმა ზეზვა გიოს და მეტროში შევიდნენ.
გიომ სახლის კარები გააღო, შემდეგ ფანჯრებიც გამოაღო და გაანიავა. თან მეგობარს გადახედა და უთხრა
-მოდი გავიხდი, შენც მოგცემ შორტებს და ოთახის ფლოსტებს, შემდეგ ყავა ჩაურტყათ და თან გემრიელად ვისაუბროთ
-კარგი მიდი. კარგს იზამ თუ მეც მომცემ გამოცვლის საშუალებას-უთხრა ზეზვამ გიოს და კმაყოფილი სახით გადახედა.
სანამ ზეზვა გიოს შორტებსა და ფლოსტებს მოირგებდა, მან ყავის მოხარშვაზე იზრუნა. ყავას კი მაღაზიიდან ამოტანილი ფილა შოკოლადი და პატარა თეფშზე დადებული გემრიელი ქადებიც მოაყოლა.
-ხომ არ გშია? -ჩაეკითხა გიო მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს
-არა არ მშია, თორემ ხომ იცი შენთან არ მერიდება
-კარგი, მაშინ უფრო მოგვიანებით ვივახშმოთ,-თავქ გიომ და მაგიდას მიუჯდა.
-აბა ახლა მომიყევი, რა ხდება ახალი შენსკენ?
-ოოო, ძალიან დიდი ამბები ძმაო. თუმცა ჯერ კიდევ ...
გიო უფრო დაინტერესდა მეგობრის ახალი ამბებით და თვალები გაუფართოვდა
-ჩანს რომ შენ მართლა რაღაც სერიოზული გჭირს, - გაღიმებული სახით უთხრა გიომ ზეზვას.
-ასეა -ჩაიცინა ზეზვამ და განაგრძო ამბის მოყოლა
-სოციალურ ქსელში ერთი გოგო გავიცანი. ჯერ უბრალოდ მეგონა, რომ ეს იყო მორიგი story-ს დასაწყისი ამდენი ძუკნა ქალების შემდეგ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. სერიოზულად ვფიქრობ მარიკოზე. ის ჩემზე ერთი წლით უფროსია და ძალიან ნაკითხი და განათლებული, თანაც ჭკვიანი და ყველაზე მთავარი, ძალიან საყვარელი, - ყვებოდა ზეზვა და თან სერიოზული სახით უყურებდა გიოს.
-ძალიან საინტერესო რამეა ძმაო და მიხარია იცი? მიხარია ის რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყე ქალთან სერიოზული ურთიერთობა. ის როგორ არის განწყობილი შენს მიმართ?
-ვგრძნობ რომ ვუყვარვარ...
-შესანიშნავია, -უთხრა ზეზვას გიომ და სიხარულისგან თაში შემოკრა.
-იცი რა, დამღალეს უაზრო ქალებმა...სექსი კარგია, მაგრამ ზოგჯერ ესეც დამღლელი ყოფილა უაზრო ქალებთან,-უთხრა მეგობარს ზეზვამ და ამის თქმაზე ორივე ახარხარდა.
-ძალიან მაინტერესებს როგორი გოგოა ფიზიკურად მარიკო
-ჩართე კომპიუტერი, განახებ
გიო ოთახის კუთხეში მიდგმულ მაგიდასთან მივიდა. კომპიუტერი ჩართო და ზეზვას უთხრა
-მოდი, ფეისბუკში შედი. ვნახავ სენს რჩეულს და მერე აკეთე აქ რაც გინდა.
ზეზვამ გიოს ფეისბუკში გამოქვეყნებული მარიკოს რამოდენიმე ფოტოსურათი ანახა. გიო აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
-ძალიან კარგი გოგოა. საღოლ ძმაო. ისე შენ კი გაქვს ქალების ბედი -ღიმილით ეუბნებოდა გიო მეგობარს.
რამოდენიმე წუთის შემდეგ გიო აბაზანაში შევიდა. ზეზვაც ცოტა ხანი მარიკოს ესაუბრა ფეისბუკში. უცბ მისი ტელეფონი, რომელიც გვერდით ედო აწრიალდა. ეკრანს დახედა. მასთან ანა რეკავდა.
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს. რამ შეგაწუხა ამ გვიან ღამით?
-მომენატრე...
-იცი რა? არ მინდა ახლა შენი უფასო სპექტაკლები
-ახლა ეძახი სპექტაკლებს ხომ? ახლა, როცა ვიღაც ლაწირაკი გყავს?
-მოკეტე! ლაწირაკი კი არა ჩემი საყვარელი ადამიანია მარიკო. მეორეჯერ გავიგებ ამას შენგან და მერე მე დამელოდე
-მემუქრები?
-დიახ გემუქრები!
-რა საინტერესოდ მეტყველებ?
-ისე ვმეტყველებ, როგორც იმსახურებ.
-მართალია. სწორედ ეს დავიმსახურე მე შენგან.
რა გინდა ქალო? რას დამდევ კუდში? მეტი საქმე არ გაქვს? შვილი გყავს ბოლო ბოლო, მიხედე მას
-აჰაა, ახლა ზრუნავ ჩემს შვილზე?
-და მე რატომ უნდა მეზრუნა რო ოდესმე შენს შვილზე? ყავს მას მამა და იმან იზრუნოს მასზე.
-ვიგინდარა ხარ!
-შენ კი !
-ამ სიტყვებს განანებ
-ვერ მანანებ, რადგან ბოზების ხვედრი სწორედ ესაა
ამის შემდეგ ანამ ზეზვას ტელეფონი გაუთიშა
-ფუუუ მართლაც სულით ქალი! -თავისთვის ჩაილაპარაკა და უკან მიიხედა. გიო სააბაზანოდან გამოსულიყო და ზეზვას ანასთან სატელეფონო საუბარიც მოესმინა.
-ვინ იყო ეგ? ანა ხომ?
-ხო, ეგ იყო...უკვე ნერვებს მიშლის და არ ვიცი როგორ, რა გზით მოვიშორო...
-ასეთ ქალებს ასე ადვილადაც ვერ მოიშორებ. მას შენ ყავდი, პატარა ბიჭი გამოჭერილი და უნდოდა მუდამ მის გემოზე გებზრიალა. სწორედ ამიტომ არ იშურებდა შენთვის არც ფულს, არც რესტორნებს და სხვა ბევრ რამეს...სექსზე ხომ საუბარიც ზედმეტია...
-მართალი ხარ...მეც ვგრძნობ რომ ამ ძუკნა ქალის მოშორება უკვე ძალიან რთულია. მე იმის მეშინია კონტროლი არ დამაკარგინოს და რამე არ ჩამადენინოს...
-სიმართლე მითხარი, ოდნავ მაინც ფიქრობ მაზეც?
-შენსც ძმობას ვფიცავარ არა. მე საერთოდ არც ვფიქრობდი მაზე არასდროს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ტიპიური ძუკნაა. დამიჯერე ძუკნაა, უბრალოდ ნიღაბს ატარებს და საზოგადოებას ატყუებს. მას მორგებული აქვს ძალიან კეთილი და სათნო ქალის ნიღაბი. ჩემზე კარგად არც არავინ იცის ეგ რა ძუკნა ქალია.
-ჩემი რჩევა იქნება, რომ არც მის ზარებს, არც მესიჯებს არ უპასუხო
-ხო ამას მეც ვაპირებ. თუ არაფერი გამოვიდა ნომერსაც შევცვლი, მაგრამ თუ მან მოინდომა იქ მომაკითხავს სადაც ვარ.
-ეს როგორ?
-ერთხელ როცა ურთიერთობა გვქონდა დამირეკა და მითხრა ნუცუბიძეზე მოვდივარ არ შემიძლია უშენობაო.
-ანუ სექსი უნდოდა ალბათ და გიჟს გავდა
-ჰო...ასეა...
ამ საუბარში გართული მეგობრები მალევე დაწვნენ. ხვალ გიო სამსახურში ადრე უნდა წასულიყო, ხოლო ზეზვას გეგმები ჯერ არ გააჩნდა
-დილიდან რამეს მოვიფიქრებ ან სახლში წავალ და მერე რამეს ვიზავ...
დაძინებამდე ზეზვას ტელეფონზე ახალი შეტყობინება მოვიდა. ის მარიკოსგან იყო.
-მიყვარხარ...
-მეც ძალიან მიყვარხარ...
(მეოთხე ნაწილის დასასრული)
ნანიკო დვალი



№1 სტუმარი სტუმარი თამილა

მეხუთე ბაწილი ან დანარჩენი სად ვნახოთ თუ არის?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent