შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინეიჯერის დღიური (დღე 2)


17-01-2021, 16:49
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 1 017

დღე 2
ნაცნობი ადგილები

სულ წარმოვიდგენ როგორ კითხულობ შენ, ჩემო მკითხველო, ჩემს დღიურს. წარმოვიდგენ და სულში სითბო მეღვრება. ნეტავ შემეძლოს დაგინახო, ნეტავ შენი მოსმენა შემეძლოს, ვიცოდე რა გწყინს, რა გიხარია, რა დარდსა და ტკივილს დაატარებ გულით. იქნებ გეცინება კიდეც როცა კითხულობ. იცი? წარმოგიდგენ როგორ გაქვს ჩართული ჩემი მითითებული სიმღერა და წყნარად კითხულობ სიტყვებს, რომლებიც შენში სხვადასხვა ემოციებს აღძრავენ.
დიდხანს ვიფიქრე რომელი სიმღერით გადმომეცა ჩემი გრძნობები და ის სრულიად შემთხვევით ვიპოვნე. ახლა კი ჩართე მუსიკა და გამომყევი...

https://www.youtube.com/watch?v=5qBaGpGPe-o
სალომე გასვიანი - მიფრინავს დრო
დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. ვინაიდან დღე არასოდეს დამიგეგმავს და სულ სპონტანურობით გამოვირჩევი, გადავწყვიტე ქალაქში ნაცნობი ადგილები მომენახულებინა.
დიდხანს ვიტრიალე კარადის წინ, ხან რა ჩავიცვი, ხან რა. ბოლოს ამ რუტინით დაღლილმა გადავწყვიტე არჩევანი ჯინსებსა და ჰუდიზე შემეერებინა, მათში თავი კომფორტულად ვიგრძენი. მსუბუქი მაკიაჟით შემოვიფარგლე.
მანქანა დავქოქე. მინდოდა ცოტა ხანს პარკში დავჯდარიყავი. გზად ფიქრებს აყოლიების ნება მივეცი.
მანქანის დასაყენებელი ადგილი ძლივს ვიპოვე. გადმოვდი და პარკისაკენ გავწიე. მოშორებული სკამი ვიპოვე და დავჯექი. არ ვიცი იქ რამდენ ხანს ვიყავი. ჩუმად ჩემთვის ვიჯექი და ადამიანებს ვუყურებდი. ჩემს გარშემო სახეები იცვლებოდნენ და მათთან ერთად იცვლებოდნენ ემოციებიც. ზოგს ეჩქარებოდა, ზოგი ბრაზობდა, ვიღაც ჩხუბობდა, შორს ბავშვის ტირილიც ისმოდა, ვიღაცას სციოდა და გათოშილ ხელებს სულს უბერავდა.
მე ადამიანებს ვუყურებდი, ისინი მე მიყურებდენ. მათ არ იცოდნენ რას ვგრძნობდი მე, არც მე ვიცოდი მათზე. მხოლოდ მზერას მესროდნენ და აგრძელებდნენ თავიანთ გზას. მე კი მინდოდა, ძალიან მინდოდა მოსულიყვნენ ჩემთან და დროებით მაინც ჩვენი გზები გადაკვეთილიყო.
ახალგაზრდებმა ჩამიარეს. გავიფიქრე - იქნებ მათ წაიკითხეს ჩემი დღიური და ახლაც თავში უტრიალებთ ჩემი სიტყვები. ენიზე ფიქრობენ...
ყველაში საკუთარ თავს ვეძებდი.
სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა ამ ქვეყნად. ყველაზე ძლიერები რომ იყოთ ყველას სიყვარული უნდა ისწავლოთ. ყველას მიესალმეთ, ყველას გაუღიმეთ, ნახავთ რომ იმ მომენტში მზე სულ სხვაგვარად გამოანათებს, ეცადეთ ყველა ადამიანში სილამაზე დაინახოთ.
იქნებ ჩვენი თვალები ოდესღაც შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს, შეხვდნენ მაგრამ ვერ იცნეს ერთმანეთი.
ირგვლივ ვიყურებოდი, როგორ შეცვლილა ჩემი ქალაქი, ნეტავ მხოლოდ ახლა რატომ აღმოვაჩინე ეს ცვლილება?! მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ამ პატარა ქალაქმა, ჩემი ბავშვობა ნახა. ახლა არც ქალაქია იგივე და აღარც მე ვარ ბავშვი.
ხალხის ზღვაში მედიდურად იწონებდა თავს ჩემი ქალაქი, ნაცნობი ადგილებით, რომლისთვისაც ადამიანებს ახალი სული შთაუბერავთ. თვალი დავხუჭე და ვეცადე წარმომედგინა ისევ ჩემი ძველი ქალაქი.
მანქანისაკენ გავწიე. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექი, სიჩუმეს მაჯის საათის წკარუნი არღვევდა. თითქოს გამუდმებით მახსენებდა, რომ ის იყო ყველაფრის მმართველი და მეც მასზე ვიყავი დამოკიდებული.
წკაპ... წკაპ... წკაპ... უკვე სამი საათი იყო.
კვლავ ჩუმად ვიჯექი მანქანაში და თავში ერთი სიმღერა მიტრიალებდა.ის სიმღერა ჩემო მკითხველო, რომელსაც ახლა შენ უსმენ. მანქანაში სიმღერები არ ჩამირთავს, გადავწყვიტე ჩემს თავში ამოტივტივებული სიმღერით დავმტკბარიყავი.
სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი, ამიტომ ჩემს მანქანას მივენდე, მან ზუსტად იცოდა რაც მჭირდებოდა.
ჩემი სკოლის წინ ვიდექი... სკოლის წინ, რომელის კედლებმაც ჩემი ცხოვრების თორმეტი წელი დაიტია. მანქანიდან არ გადმოვსულვარ, უბრალოდ ვეცადე ძველი დრო გამეხსენებინა. იმდენად ღრმად შევიჭერი წარმოდგენებში რომ კადრი თვალწინ წარმომიდგა.
პატარა გოგონას დედასთვის ჩაუკიდია ხელი. თმაში ბანტებით და გულის ფანცალით უახლოვდება შენობას, რომლის ზღურბლსაც მალე უნდა გადააბიჯოს. ეშინია ხალხის ბრბოში შერევის. ვერავის სცნობს და ეს კიდევ უფრო აშინებს. მალე საკლასო ოთახში შეიყვანენ. ვიღაც ქალი ცენტრში დგას და ლაპარაკობს. პატარა გოგონა თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს, მისი თვალები დედას ეძებენ. ყურადღებას ფანჯარას მიაპყრობს, დედა მიდის, ის სახლში მიდის და გოგონას უცხო გარემოში ტოვებს, მარტო. თვალებს ცრემლები უსველებენ. მინდა, ძალიან მინდა მივიდე, თავზე ხელი დავადო და ვუთხრა - ნუ ტირი პატარა ენი, შენ ძალიან ძლიერი ხარ, დატკბი მომენტით, რადგან ეს აღარასოდეს განმეორდება.
წარმოდგენებში კადრი იცვლება.
სკოლის ეზოდან გოგონები გამოდიან. შუაში ენი დგას, დაქალებისთვის ხელი ჩაუკიდია. არ ვიცი რას ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან ბედნიერია. ჩემი დაქალები, ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილები, რომლებიც დღეს აღარ ინტერესდებიან ჩემით. ნუთი ასე მარტივად იღლებიან ადამიანები ერთმანეთის მოკითხვით?
ისინი ჩემზე აღარ ფიქრობენ, მე კი ყოველი მათი სიტყვა მახსოვს, ყოველი მათი ამოსუნთქვა. ჩამარხულია ჩემს თავში ღრმად და ყოველდღე ხიჭვივით მესობა გულზე.
გულის ფანცქალით გადავაბიჯე სკოლის ზღურბლს და ასევე გულის ფანცქალით დავტოვე ის ერთი წლის წინ.
მენატრება ყოველივე ტკივილამდე. დააფასეთ თითოეული წამი თქვენი ცხოვრების, რადგან თითოული წამი უნიკალურია და ის აღარასდროს განმეორდება.
მთელი ცხოვრება გამუდმებით ვცდილობდი სხვების არასწორი ნაბიჯები გამემართლებნა და გამუდმებით საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ჩემი მეგობრები ჩემში გამუდმებით იმას ეძებდენ ვინც არ ვყოფილვარ. და სწორედ აქ ვცდებოდი. მოიშორეთ თქვენ გარშემო ის ადამიანები, რომელთა გამოც გიწევთ იმ ნიღბის მორგება, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. იყავით ის ვინც ხართ და დამერწმუნეთ თქვენს გარშემო ისინი დარჩებიან, რომელთაც ნამდვილად უყვარხართ.
გაგიკვირდება რომ გითხრა ჩემო მკითხველო, მაგრამ ჩემ გარშემო აღარავინ დარჩა.
როცა ყველას რეალური სახე დავინახე, მეც ცხოვრება დავიწყე. ჩემში არ ჩამკვდარა იმედი, იმისა რომ ვიღაცას ოდესმე ისეთი ვეყვარები ზუსტად, როგორიც ვარ.
ყველაზე მძიმე სასჯელი საკუთარი თავისთვის - წარსულით ცხოვრებაა.
სახლში უნდა წავსულიყავი. აზრზე რომ მოვედი მხედველობა დაბინდული მქონდა. ცრემლები შევიმშრალე და მანქანა დავქოქე.
გზაში ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, ენი რა ხარ ასეთი რომ ყველა მეგობარმა დაგტოვა?!... კითხვა მახრჩობდა.
სიჩქარეს ვუმატე 80...100... 120... 140... 160... 180... სპიდომეტრი უკვე 200-ს უჩვენებს.
მოულოდნელად შენ წარმოგიდგინე ჩემო მკითხველო, როგორ მელოდები. როგორ გეღიმება ჩემს ნაწერს რომ კითხულობ. იმდენად ცხადად წარმოგიდგინე რომ მთელმა ბრაზმა გამიარა. 200...180...160...140...120...100...80...
მინდა რომ არ განმსაჯო. არც იმას გთხოვ რომ გჯეროდეს ჩემი, მინდა რომ გამიგო. მინდა რომ ყველგან ენი ეძებო. რა იცი იქნებ ერთ დღეს ისევ შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და ამჯერად მაინც იცნონ ერთმანეთი...
სიყვარულით, ენი



№1  offline წევრი ელლი

მომეწონა ძალიან❤️იმდენად ზუსტად იყო გადმოცემული ყველაფერი, წამით მეგონა მე ვწერდი და ჩემი ფიქრები იყო. ასევე ძალიან მომეწონა ხალხზე დაკვირვების სცენა, არ ვიცი რატომ, მეც მიყვარს ხალხზე დაკვირვება და ეს მომენტიც ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის❤️დიდი მადლობა ენის ასეთი დღიურისთვის რომელიც უკვე "ჩემად" ჩავთვალე❤️❤️

 


№2  offline წევრი AnnyAdyaman

ელლი
მომეწონა ძალიან❤️იმდენად ზუსტად იყო გადმოცემული ყველაფერი, წამით მეგონა მე ვწერდი და ჩემი ფიქრები იყო. ასევე ძალიან მომეწონა ხალხზე დაკვირვების სცენა, არ ვიცი რატომ, მეც მიყვარს ხალხზე დაკვირვება და ეს მომენტიც ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის❤️დიდი მადლობა ენის ასეთი დღიურისთვის რომელიც უკვე "ჩემად" ჩავთვალე❤️❤️


უღრმესი მადლობა ამ სითბოთი სავსე სიტყვებისთვის <3 ვერც კი წარმოიდგენ რაოდენ დიდი ბედნიერება მომანიჭე <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent