უკან: აკაკი წერეთელი

გულის პასუხი (ცრემლში მილესავს ნაღველი)

130 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ცრემლში მილესავს ნაღველი
და მელნად ის მიხმარია!...
შიგ თაფლი არის ნარევი
და ზოგან ცხარი ძმარია!..

ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,
მაგრამ რა ჩემი ბრალია?
ბულბული ვარდს და ეკალზე
თანსწორად მომღერალია!

აკაკი წერეთელი