უკან: ანა კალანდაძე

დაირები

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
როცა ფიქრით და ოცნებით დავიღლები,
სწორედ მაშინ
მღერით, ტაშით
სარდაფიდან ამოდიან დაირები. . .
ვერცხლისფერად,
ოქროსფერად იალებენ
და ვითარცა გაზაფხულის ყვავილები,
მოედანზე
ჩამომსხდარი დაირები
ძიმზიმებენ,
ბრჭყვიალებენ. . .

ანა კალანდაძე