უკან: ანა კალანდაძე

მიქრიან წელნი, მიმაფრენენ..

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მიქრიან წელნი, მიმაფრენენ
ცივი გონებით...
დამხსენ სრბას: იგი დამეწევა
იის კონებით, -
ვარსკვლავი ჩემი ვარსკვლავთ შორის
მარადის მრწემი, -
და სიხარულით ამაღლდება
საუფლო ჩემი!

ანა კალანდაძე