უკან: ანა კალანდაძე

შემოგღაღადებთ სამადლობელს ..

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
შემოგღაღადებთ სამადლობელს
ძალთა ცისათა
სულ მცირე ჟამის, წუთიერის
სისავსისათვის:
ადგა ყვავილნარს ანგელოსთა
მჭვირვალე ჩრდილი,
ლაღად ყვაოდა საუკუნო
სამეფო მტილი!

ანა კალანდაძე