რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ,
და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო,
ერთ მოწყენაში ორჯერ ვერ შეხვალ,
ვერც სიყვარულში,
და ახალი განსაცდელი უნდა ეძიო.
კოკას ვსება უნდა თავიდან,
უნდა ტოპო ახალ-ახალში,
ახალი ლოდი უნდა დადო,
უნდა დათვრე ახალი ღვინით...
რაც მოიწყინე,
მას თავიდან ვეღარ მოიწყენ,
და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო.