LITERA
TURA
მთავარი
PDF წიგნი
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
გალაკტიონ ტაბიძე
აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე ..
58 ნახვა •
1 წთ კითხვა
აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე,
უცნობი მზისთვის,
ყოველ ქვეყნის და დროის გარეშე
ცხოვრობს თავისთვის.
საღამო მშვიდი აძინებს მხეცებს,
ეხლა თავიდან
აჩრდილი მზიან ადგილებს ეძებს,
მზე კი ჩავიდა.
გალაკტიონ ტაბიძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️