LITERA
TURA
მთავარი
PDF წიგნი
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
გალაკტიონ ტაბიძე
ახალი მზე
67 ნახვა •
1 წთ კითხვა
ვარდით ნამებს იტაცებდა ხშირი მზე,
მე ვფიქრობდი ახალგაზრდა ირემზე,
შენს ნათელზე ვოცნებობდი, პირიმზე.
გულში ცეცხლი ელვარებად იქნება.
სადაც ჰყრია დამსხვრეული ლოდები,
რომ მიჰფინოს სვეტს დაფნების ფოთოლი,
სადაც ღელავს ნიმფა და ასფოდელი,
ახალი მზე სურვილს გადეწიგნება.
გალაკტიონ ტაბიძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️