აყვავილდა ყაყაჩო ..
51 ნახვა
•
1 წთ კითხვა
აყვავილდა ყაყაჩო,
ვარდი და აკაცია,
ელისეის მინდვრებზე
მშვენიერი დარია.
ჰყვავის პარმის იები,
ჰყვავის ჩაის ვარდები,
მხოლოდ მრავალთა გულში
ისევ იანვარია.
გალაკტიონ ტაბიძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
მადლობა შეფასებისთვის! ❤️